კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კასპში ერთ-ერთი აქციის ორგანიზატორები დააკავეს

27 ივნისი, 2012

სამართალდამცავებმა კასპის რაიონის სოფელ დოესში მცხოვრები ტარიელ და გია ოხანაშვილები დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება , მათ ახლობლები დაკავებას რამდენიმე დღის წინ სოფელში გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირებენ.

როგორც სოფელში აცხადებენ, ამ დროისთვის ორივე მათგანი კასპის პოლიციაშია გადაყვანილი. სამართალდამცავების მხრიდან ჯერ განცხადება არ გაკეთებულა, თუ რისთვის გადაიყვანეს ტარიელ და გია ოხანაშვილები კასპის პოლიციის განყოფილებაში, თუმცა ორივე მათგანი აქტიურად იჩენდა თავს რამდენიმე დღის წინ სოფელ დოესში, სარწყავი წყლის მოთხოვნის მიზნით გამართული აქციების დროს.

კოალიცია „ქართული ოცნების“ კასპის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხათუნა თათანაშვილიც ტარიელ და გია ოხანაშვილების დაკავების ფაქტს სწორედ ამას უკავშირებს. მისივე ინფორმაციით, სოფელში უწყლობის გამო უკიდურესად მძიმე მდგომარებაა შექმნილი, რაც სოფლის მცხოვრებლებმა გააპროტესტეს. აქციას ოხანაშვილები უწევდნენ ორგანიზებას.

როგორც თათანაშვილი ამბობს, ტარიელ და გია ოხანაშვილები „ქართულ ოცნებასთანაც“ თანამშრომლობდნენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები