15:26, Friday, 24.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სამშენებლო კომპანიას მოსთხოვეს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთან კონტრაქტი გაეწყვიტა

27.06.2012
სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები მარიამ მიჩიტაშვილი აცხადებს, რომ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელებმა სამშენებლო კომპანია „ხიდმშენის“ წარმომადგენლები აიძულეს, მასთან კონტრაქტი ვადაზე ადრე გაეწყვიტათ.

„28 მაისს, შპს „ხიდმშენის“ და „გვირაბები 99“–ის წარმომადგენლები მოვიდნენ სოფელ ბაკურციხეში ხიდის ბურჯების შესაკეთებლად. მათ ესაჭიროებოდათ მზარეული და ბინა მუშებისთვის. მე მათ ბინა მივაქირავე და ამიყვანეს მზარეულად. სამი კვირის განმავლობაში ჩვენ შესანიშნავად ვთანამშრომლობდით, მუშები ჩემთან ცხოვრობდნენ, კმაყოფილები იყვნენ. დაიბარეს წარმოების უფროსი კახეთის გუბერნატორის მოადგილე სიბაშვილთან და კატეგორიულად უბრძანეს, რომ ჩემთან ხელშეკრულება გაეწყვიტათ იმიტომ, რომ მე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ.  წარმოების უფროსმა პირველად გაიგო, რომ მე „ქართული ოცნების“ აქტივისტი ვიყავი, რის შემდეგაც მან უთხრათ, რომ მთავრობის წარმომადგენლებს მათთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. არავინ არ დაინტერესებულა სად ცხოვრობდნენ მუშები, როგორ და რა პირობებში იყვნენ. შემდეგ, გურჯაანის გამგეობიდან კულტურის განყოფილების გამგე ნიკა ნიჟარაძე და ჩვენი სოფლის დეპუტატი მოვიდნენ, რომლებიც დაინტერესდნენ მუშების საცხოვრებელი პირობებით და ისევ კატეგორიულად უბრძანეს წარმოების უფროსს, რომ ჩემთან დადებული ხელშეკრულება სასწრაფოდ გაეუქმებინათ და ჩემი სახლიც სასწრაფოდ დაეტოვებინათ. მეორე დღეს წარმოების უფროსი გაიხმეს სამშენებლო კომპანიიდან. ამბობენ, რომ შვებულებაში გაუშვეს. გამოგზავნეს სხვა უფროსი. გუშინ, მუშები იძულების წესით გაიყვანეს ჩემი სახლიდან.

კონტრაქტი  გქონდათ ოფიციალურად დადებული?

– კი, სამთვიანი კონტრაქტი მქონდა დადებული. კონტრაქტს ხელი ორივე მხარემ მოვაწერეთ. ასლი არ მაქვს, არ მოუციათ“.

ვიდეო

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC