26 ივნისს თბილისში წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა (GCRT) და ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRIDC), თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან (HRHT) ერთად გაეროს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე აღნიშნა.
ვერის პარკში ჩატარდა აქცია წამების თემაზე.
„ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში მოეწყო ფილმის ჩვენება და გაიმართა დისკუსია წამების თემაზე. აქვე დაჯილდოვდნენ ჟურნალისტურ კონკურსში - „ადამიანის უფლებები, ფოკუსი - წამება“ გამარჯვებული ჟურნალისტები.
საღამოს კი გლდანის #8 საპყრობილესთან, წამების მსხვერპლთა სოლიდარობის ნიშნად, მანათობელი საჰაერო ფარნების აქცია გაიმართა.