კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები მათზე დაკისრებულ ჯარიმებს „არ და ვერ გადაიხდიან“

5 ივლისი, 2012
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები მათზე დაკისრებულ ჯარიმებს „არ და ვერ გადაიხდიან“. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ 4 ივლისს გაზეთ „პრაიმთაიმის“ პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჯარიმების გადახდას კოალიციის წევრი პარტიები 2 მიზეზის გამო არ აპირებენ. პირველი ის, რომ ჯარიმა უკანონო და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. სასამართლო გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არის მიღებული. სასამართლომ გაიმეორა ის, რაც კონტროლის პალატას ეწერა. სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და ვაპირებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართოთ, რის საშუალებასაც ევროპული კონვენცია გვაძლებს. გარდა მისა, არის მეორე მიზეზი, პარტიას ანგარიშზე არ გააჩნია არათუ ეს თანხა, არამედ ბევრად ნაკლებია ის თანხა, რაც ჩვენს ანგარიშზე გვაქვს. სხვა პარტიებსაც არ გააჩნია ეს საშუალება, ასე, რომ, ვერც ვიხდით და არც ვიხდით ჯარიმას“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ სუბიექტებს, ასევე საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე 2 383 097 ლარი დაეკისრათ. ჯარიმის გადახდის ვადა 4 ივლისს ამოიწურა.

კონტროლის პალატის მტკიცებით, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში 476 614, 51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, რითაც პოლიტიკური სუბიექტები - საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი პარტიები: რესპუბლიკური პარტია, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „კონსერვატორული პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ დღემდე სარგებლობენ. „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებული უსასყიდლო მომსახურება სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, უკანონო შემოწირულობად არის მიჩნეული, ამიტომ პარტიებს აღნიშნული თანხის 5 დღის ვადაში შემომწირველისთვის დაბრუნების ვალდებულება დაეკისრა. „ქართულ ოცნებაში“ შემავალმა სუბიეტებმა თანხა უკან არ გადარიცხეს, რის გამოც კონტროლის პალატამ საქმის მასალები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები