07:05, Monday, 14.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„ინფო 9“-ის ჟურნალისტს „ნაციონალების“ აქტივისტმა შეურაცხყოფა მიაყენა

06.08.2012
2 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის ხულოს კორესპონდენტს, სულხან მესხიძეს „ნაციონალების“ აქტივისტმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა  მიაყენა. როგორც მესხიძე აცხადებს, აღნიშნული აქტივისტის ვინაობა მან ადგილობრივ მცხოვრებლებთან დააზუსტა და ის მამული მგელაძე აღმოჩნდა. მგელაძე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ, ანზორ ბოლქვაძის კუთვნილ სასტუმროში მუშაობს. 

როგორც ჟურნალისტი აცხადებს „მე მიყვარს საქართველოს“ წარწერიან მაისურში გამოწყობილი მგელაძე, ჟურნალისტის შეურაცხყოფამდე, ოპოზიციის შეკრების ჩაშლას ცდილობდა.

„შემთხვევა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან მაშინ მოხდა, როცა კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ამომრჩევლებთან შეხვედრას ვაშუქებდი. იქ მოვიდა  წითელ მაისურებში ჩაცმული ათამდე ახალგაზრდა. ისინი ყვიროდნენ - „მე მიყვარს საქართველო!“ ცდილობდნენ შეხვედრის ჩაშლას. მივედი ერთ-ერთთან, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა და კითხვების დასმა დავიწყე. მან მიკროფონს რამდენჯერმე დაარტყა, შემდეგ კი მომაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“, – აღნიშნა მესხიძემ.

სულხან მესხიძის მტკიცებით, ინციდენტისას ხულოს გამგეობის შენობასთან პატრულის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC