კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჭიათურაში ჰუმანიტარულ ტვირთს პოლიტიკური ნიშნით არიგებენ

13 აგვისტო, 2012

რამდენიმე დღის წინ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასადილოში 20 ტონა შაქარი გადმოიტვირთა.  ამ ფაქტს არც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურაბ კეთილაძე  უარყოფს.  „ტვირთი მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას დაურიგდება და ყველა ოჯახს შეხვდება“, - განაცხადა ზურაბ კეთილაძემ.

შაქრის გარდა, მიწისძვრით დაზარალებულებს, დამატებით, ფქვილს და ზეთს დაურიგებენ. მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტვირთი რამდენიმე სოფელში უკვე მიიტანა, მათ შორის - სოფელ წირქვალშიც. როგორც სოფლის  მცხოვრებლები ამბობენ, დახმარება მხოლოდ მათზე გაიცა, ვინც ღიად უჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“.

Humanrights.ge-სთან საუბრისას სოფელ წირქვალის მკვიდრი, გურამ კაციტაძე ამბობს: „სოფელში რამდენიმე დღეა, ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებენ. თუმცა, ეს დახმარება ყველას არ მიუღია. რა ნიშნით დაყვეს ეს ხალხი და სხვებს რატომ არ გვაძლევენ, არ ვიცი. თუ ეს მიწისძვრით დაზარალებულების დახმარება არის, მაშინ არიან სხვა დაზარალებულებიც რომლებსაც ეს დახმარება არ მიუღიათ“.

„ივანიშვილს ის დააბრალეს, ანტენებით ხალხი მოისყიდაო და ეს რას ნიშნავს?! რატომ განასხვავეს ხალხი ან თუ განასხვავეს, რა ნიშნით? მე იმიტომ არ მომცეს, რომ წარმოშობით საჩხერელი და ჭორვილელი ვარ“, - აცხადებს მაია დემეტრაშვილი, რომელიც ამჟამად სოფელ წირქვალში ცხოვრობს.

ნარგიზა ჯაჯანიძე, რომელიც ამავე სოფელში ცხოვრობს, მიწისძვრით დაზარალებულია. თუმცა, სურსათის სახით დახმარება მისთვის არ გაუწევიათ. „ეს იყო ნაციონალების მხარდამჭერებისთვის განკუთვნილი დახმარება - ორი ტომარა ფქვილი, ათი კილო შაქარი და სამი ლიტრი ზეთი. ეს დახმარება თუ ყველას ეკუთვნის მაშინ რატომ შევიდა ერთ ოჯახში და არ შევიდა მეორეში ოჯახში, სადაც შვილები მშიერი ყავთ?! ეს მოსყიდვა არ არის?!“ - ამბობს ნარგიზა ჯაჯანიძე.

სოფელ წირქვალის მკვიდრი მიხეილ დემეტრაშვილი, რომელიც ამავე სოფელში ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორია, ამ ფაქტებს უარყოფს. „ჩვენს ამ დახმარების გარეშე არც ერთ ოჯახს არ დავტოვებთ. უბრალოდ, ეს პირველ ეტაპზე ჩამოვიდა და დარიგდა. ანალოგიურ ტვირთს კიდევ ველოდებით და ყველა ოჯახი მიიღებს კუთვნილ დახმარებას“, - აცხადებს მიხეილ დემეტრაშვილი.

მარი ტაბიძე, ჭიათურა

ახალი ამბები