კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციამ ახმეტაში ზურაბ ზვიადაურის ძმას მანქანა ჩამოართვა

14 აგვისტო, 2012
 
ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ ზვიადაურის ძმის სპარტაკ ზვიადაურის მანქანა ევაკუატორით საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიტანეს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის წევრმა ზაქარია ქინქლაძემ განუცხადა, პოლიციის თანამშრომლებმა სპარტაკ ზვიადაურს მანქანა დაუმორჩილებლობის მოტივით ჩამოართვეს.

„ზურაბ ზვიადაურის ძმის, სპარტაკ ზვიადაურის „მიცუბიშის ჯიპზე“  სახელმწიფო ნომრით SPA – 007, სხვა პიროვნება იჯდა, რომელსაც მანქანის საბუთებიც ჰქონდა და მართვის მოწმობაც. პოლიციამ აქვე, ახმეტის ცენტრში გააჩერა და რამდენიმე წუთის წინ მანქანა ევაკუატორით წაიღეს. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ვითომ ეს მანქანა დილას ახმეტაში პოლიციას არ დაემორჩილა. მანქანა დილიდანვე ოფისთან იდგა, თუ დილას არ დაემორჩილა შუადღეს გაახსენდათ? თან არანაირ დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია, სპარტაკ ზვიადაურიც კოალიციის წევრია“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზაქარია ქინქლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ზვიადაურის განცხადებით, ორი დღის წინ, მისი ავტომანქანის ძრავში გორის საჯარიმო სადგომზე ქვიშა ჩაყარეს, რის გამოც მანქანა დაზიანდა.

ახმეტის პოლიციაში კომენტარს არ აკეთებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები