11:18, Sunday, 31.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„პოლიტიკური პარტიების ფინანსები 2011 წელს“ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი ანგარიში

20.08.2012


2012 წლის 20 აგვისტო, თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ ფარგლებში ახალ ანგარიშს აქვეყნებს სახელწოდებით  „პოლიტიკური პარტიების ფინანსები 2011 წელს“.

კვლევაში  მოცემულია პარტიათა შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი 2011 წლის ფინანსური ანგარიშების მიხედვით, რომლებიც შედარებულია 2007–2010 წლების ანგარიშებთან. კვლევისათვის ის 13 პოლიტიკური გაერთიანება შეირჩა, რომლებმაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში მანდატები და სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს ესენია 1. ახალი მემარჯვენეები; 2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; 3. კონსერვატიული პარტია; 4. ევროპელი დემოკრატები (ყოფილი ჩვენ თვითონ); 5. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; 6. მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს; 7. რესპუბლიკური პარტია; 8. საქართველოს გზა; 9. ეროვნული ფორუმი; 10. ლეიბორისტული პარტია; 11. მოძრაობა „ერთიანი საქართველო“; 12. ქართული დასი; 13. „ხალხის პარტია“.

კვლევის შედეგად 2011 წლის პარტიათა დაფინანსების სისტემაში შემდეგი ტენდენციები გამოვლინდა:

• სახელმწიფოდან დაფინანსების მიღების მხრივ 2011 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს, მან გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 757 240 ლარი მიიღო, მას მოყვება ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა (573 651 ლარი) და ლეიბორისტული პარტია (391 338 ლარი);

• 2011 წლის განმავლობაში საწევრო შენატანის განხორციელება დეტალურად არ რეგულირდებოდა და შეზღუდვები არ არსებობდა. ამ წყაროდან შემოსავალს მხოლოდ რამდენიმე პარტია იღებდა. ამ გზით მიღებული თანხები უმეტეს შემთხვევაში პარტიის წლიური შემოსავლის მცირე ნაწილი იყო – 5–10%;

• 2011 წლის ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემომწირველ ფიზიკურ პირთა მისამართები დაფარა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. ახალი კანონით მისამართის მითითება არ არის სავალდებულო რაც ხელს უშლის ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყობას.

• 2010 წელს მხოლოდ ორ პარტიას ქონდა მიღებული შემოწირულობა იურიდიული პირისაგან. 2011 წელს კი ამ სიას რესპუბლიკური პარტია, კონსერვატიული პარტია, ხალხის პარტია დაემატა, როდესაც თითოეულმა გაერთიანებამ იურიდიული პირებისაგან 1 100 000 ლარი მიიღო; 

• ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი ორი იურიდიული პირი („გზამშენი 4“ და „უნივერსალი 93“) ერთი და იგივე ფიზიკური პირის – რეზო ჩახვაშვილის – საკუთრებაა. სულ განხორციელებულია 150 000 ლარის შემოწირულება;

• რესპუბლიკურ პარტიას, კონსერვატიულ პარტიასა და ხალხის პარტიას რამდენიმე შემომწირველი იურიდიული პირი საერთო ჰყავს. როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ირკვევა, რამდენიმე იურიდიულ პირს საერთო მეწილე ან ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ჰყავს. მაგალითად შპს „კალა კაპიტალის“ დირექტორი და შპს „კოლხეთის“ დამფუძნებელი იურიდიული პირის (სს „კალა დეველოპმენტის“) დირექტორი ერთი და იგივე ფიზიკური პირი – ილია კეჭაყმაძეა;

• 2011 წლის განმავლობაში ისევ ადგილი ქონდა სხვა პირის მეშვეობით შემოწირულობებს. კერძოდ შერჩევითად გადამოწმების შემდეგ ზოგიერთმა ფიზიკურმა პირმა უარყო შემოწირულობის განხორციელება;

• 2011 წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმის შედეგად შექმნილი ფინანსური დეკლარაციის ფორმები საკმაოდ დეტალურად ასახავს პოლიტიკური გაერთიანებების მიერ გაწეულ ხარჯებს, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს;

• აუდიტის სამსახურის მიერ ფინანსურ დეკლარაციებში არ იკითხებოდა შემომწირველთა სახელები, გვარები, პირადი ნომრები და სხვა მონაცემები.

რეკომენდაციები:

• სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დეკლარაციის ფორმაში მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს პოლიტიკური პარტიების შემოსავლის ყველა შესაძლო სახე, მათ შორის, ის კატეგორიები, რომლებიც პარტიების გასული წლების ანგარიშებში იყო ასახული;

• გამომდინარე იქიდან, რომ შემოსავლების ყველა ტიპის ამოწურვა შეუძლებელია, „სხვა შემოსავლის“ კატეგორიის გამოყენების შემთხვევაში სავალდებულო უნდა გახდეს კონკრეტული შემოსავლის წყაროს მითითება;

• ფინანსურ დეკლარაციაში მოცემულია რეკლამაზე გაწეული ხარჯი, თუმცა ის არ არის საკმარისად დეტალიზებული, ცალ-ცალკე არაა გამოყოფილი სატელევიზიო, საგაზეთო, რადიო¬ და გარე (ბილბორდები, პოსტერები და სხვა) რეკლამებზე დახარჯული თანხები. ასევე აუცილებელია, ფორმა შეიცავდეს ხარჯების დეტალურ გაწერას. მედიამონიტორინგის სრულყოფილი განხორციელებისათვის ამ კატეგორიის დეტალიზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს;

• დეკლარირების ელექტრონული ფორმის შემუშავებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა გამოიყენოს ინფორმაციის გადამუშავების გასაიოლებელი მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ინფორმაცია ადვილად აღსაქმელი და გასარჩევი იქნება, რაც მის მარტივად დამუშავებას უზრუნველყოფს (ე. წ. machine-readable);

• სახელმწიფო აუდიტის სამსახური კანონს ერთგვაროვნად უნდა იყენებდეს და არ უნდა ახორციელებდეს შერჩევით სამართალწარმოებას. კანონდარღვევის აღმოჩენისას აუცილებელია შესაბამისი რეაგირება ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ;

• სასურველია, რომ ინფორმაცია, რომელსაც პარტია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიაწვდის, მიღებისთანავე საჯარო გახდეს. ეს უნდა ეხებოდეს არა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანების შემოსავლებს, არამედ მის მიერ გაწეულ ხარჯებსაც;

• სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს სრულ მონაცემებს თანხების წარმომავლობისა და ხარჯვის შესახებ, რაც გაზრდის ფინანსური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს.

ანგარიში სრულად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ვებ გვერდზე

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC