კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ელჩების სამუშაო ჯგუფი საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პროცესებს აკვირდება

20 აგვისტო, 2012

საქართველოში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პროცესებს ელჩების სამუშაო ჯგუფი კვლავ აქტიურად აკვირდება. ამის შესახებ ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი.

ელჩების სამუშაო ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, კერძოდ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ყველა მონაწილისათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფის, მედიაზე თანაბარი წვდომისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ელჩების სამუშაო ჯგუფი ყველა პარტიას მოუწოდებს, დაიცვას 17-პუნქტიანი
ქცევის კოდექსი, შემოთავაზებული „ეს შენ გეხება“ კამპანიის ფარლებში; პატივი სცეს როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად დადგენილ არჩევნების შედეგებს, ისე იმ პროცესს, რომელიც დამოუკიდებელი
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, უპირველესად კი - OSCE/ODIHR-ის შეფასებით, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს.

აღიარებს რა სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს, ელჩების სამუშაო ჯგუფი შეახსენებს ყველას, რომ სამოქალაქო საზოგადოებრივ და დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ ზეწოლისა და ჩარევის გარეშე საქმიანობის შესაძლებლობა.

ელჩების სამუშაო ჯგუფი ასევე მოუწოდებს პარტიებს, დაიცვას ზემოთ აღნიშნული შემოთავაზებები და თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გზით უზრუნველყოს საქართველოში დემოკრატიული პროცესების შემდგომი განვითარება.

„ელჩების სამუშაო ჯგუფი მიესალმება მრავალფეროვან საინფორმაციო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას must-carry, must-offer-თან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში საკაბელო მაუწყებლობა შეზღუდულია, ელჩების სამუშაო ჯგუფი მიესალმება იმის განხილვას, თუ როგორ შეიძლება გაფართოვდეს თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობა იქ, სადაც არ ხორციელდება საკაბელო მაუწყებლობა, განსაკუთრებით კი საქართველოს რეგიონებში“, - აღნიშნული განცხადებაში.

ელჩების სამუშაო ჯგუფს მიაჩნია, რომ თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების უზრუნველყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაა, შესაბამისად, ელჩების სამუშაო ჯგუფი კვალვაც მხარს უჭერს ყოველგვარ ძალისხმევას ამ მიმართულებით.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები