კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ლიბერთი ბანკის“ ყაზბეგის ფილიალის ბუღალტერი სამსახურიდან გაათავისუფლეს

24 აგვისტო, 2012

„ლიბერთი ბანკის“ ყაზბეგის ფილიალის უფროსი ბუღალტერი ნათელა მარსაგიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნათელა მარსაგიშვილს მიაჩნია, რომ სამსახური პოლიტიკური ნიშნით დაატოვებინეს, რადგან ის და მისი ოჯახის წევრები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან.

„ლიბერთი ბანკში“ რამდენიმე წელია ვმუშაობ. არანაირი შენიშვნა არ მიმიღია. აუდიტი რომ ჩამოვიდა, მეორე დღეს, დილით რომ მივედით 9 საათზე სამსახურში, აუდიტის ხელმძღვანელი ვინც იყო მან უთხრა ბანკის მმართველს, რომ მე გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან. ერთადერთი მიზეზი ის გახდა, რომ ჩემი ოჯახის წევრები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან“, – აღნიშნა ნათელა მარსაგიშვილმა.
 
„ლიბერთი ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დოდო ბოჭორიშვილი პოლიტიკური ნიშნით ნათელა მარსაგიშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას კატეგორიულად უარყოფს.
 
„გამორიცხულია, კატეგორიულად უარვყოფ, არავითარი პოლიტიკური შეხედულების გამო არცერთი თანამშრომელი ჩვენი ბანკიდან არ გათავისუფლებულა და არც გათავისუფლდება, პოლიტიკა არაფერ შუაშია. აუდიტის შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა პროცედურული დარღვევები, ქალბატონს ეცნობა ამის შესახებ და აღიარა კიდეც თავისი შეცდომები“, - განაცხადა  დოდო ბოჭორიშვილმა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები