კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნოდ შესაძლოა, „თავისუფლების ქარტიის“ ერთ-ერთი მუხლი ამოქმედდეს

29 აგვისტო, 2012
 
წინასაარჩევნოდ შესაძლოა, „თავისუფლების ქარტიის“ ერთ-ერთი მუხლი ამოქმედდეს. პარლამენტარ გია თორთლაძის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა შეიქმნას კანონით გათვალისწინებული სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელსაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილე სუბიექტების პარტიული სიები უნდა გადაუგზავნოს.

„მოლაპარაკება გვქონდა დაახლოებით ერთი თვის წინ, აპირებენ ამ კომისიის შექმნას. წესით, ცესკო-ში სიების შეტანა რომ დასრულდება, კომისია უკვე უნდა არსებობდეს. ცესკო-მ სიები უნდა გადაუგზავნოს კომისიას. თუ აღმოჩნდება სიაში ისეთი ხალხი, დავუშვათ აგენტი ან კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსანი, ცესკო ვალდებული იქნება, შეატყობინოს ამომრჩეველს“, - განუცხადა თორთლაძემ „ინტერპრესნიუსს“. 

„თავისუფლების ქარტია“ პარლამენტმა, თორთლაძის ინიციატივით, 2011 წლის მაისში მიიღო. ქარტიის მიხედვით, კანონის მიზანია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, პრევენციული ღონისძიებების გატარება საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ; აგრეთვე, საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების და ა.შ., ასევე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიისა და პროპაგანდის სხვა მატარებელი საშუალებების აღკვეთა. კომუნისტური პარტიის ყოფილ მაღალჩინოსნებს "თავისუფლების ქარტია" არჩევნებში მონაწილეობას არ უკრძალავს, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციას ავალდებულებს, არჩევნებში მონაწილე კანდიდატის შესაბამისი მონაცემები გამოაქვეყნოს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები