კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნება“ ზურაბ ოტიაშვილის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს

30 აგვისტო, 2012

კოალიცია „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ ოტიაშვილის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ამ მოთხოვნით განცხადება საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიტანა.

სუბარის თქმით, ზურაბ ოტიაშვილმა 25 აგვისტოს, ვაჟაობის დღესასწაულზე, ერთ-ერთ მოქალაქეს საჩუქრად 500 ლარი გადასცა, რომლის შესახებ ინფორმაცია მედიით გავრცელდა და ამას მოწმეებიც ადასტურებენ.
 
„არაპირდაპირ აღიარა ოტიაშვილმაც, როდესაც განაცხადა, რომ ჩაიდინა „კარგი“ ქმედება. ოტიაშვილს შეუძლია დაეხმაროს ვისაც უნდა, ოღონდ მას არ აქვს უფლება, იყოს კანდიტატი და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, თუ უნდა არჩევნებში მონაწილეობა, დაემორჩილოს კანონს. პროკურატურისგან ჩვენ მოვითხოვთ ინფორმაციას, დაიწყო თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თუ არ არის დაწყებული, მოვითხოვთ, დაიწყოს“, - აღნიშნა სუბარმა. მისივე თქმით, კანონი ყველას მიმართ თანაბარი უნდა იყოს.
 
„ანალოგიისთვის მაგალითს მოვიყვან - მიხეილ მესხმა, მიხეილ ამაშუკელმა და ჩხენკელმა მოქალაქეებს არასწორად მიუთითეს, თუ როგორ უნდა შეევსოთ ბუკლეტები და ეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ჩაუთვალეს“, – განმარტა სუბარმა.
 
„ქართული ოცნება“ დღესვე  ამავე საკითხზე განცხადებით უწყებათაშორის კომისიასა და ცესკოსაც მიმართავს.
 
27 აგვისტოს, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ოტიაშვილმა ჩარგალში, ვაჟაობაზე, ერთ–ერთ ამომრჩეველს 500 ლარი გადასცა. როგორც ოტიაშვილმა მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, უსინათლო მომღერალს საკუთარი თანხით დაეხმარა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის განცხადებით, ეს ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა „სამართლიანმა არჩევნებმაც“.

ვიდეო

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები