11:03, Monday, 26.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრი თელავში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტს ეხმაურება

03.09.2012
 
თელავში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა მოსახლეობას პურის ფქვილი, ბრინჯი, ზეთი და სარეცხის ფხვნილი დაურიგეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის, ირინე ურუშაძის განცხადებით, ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ამომრჩევლის მოსყიდვას.

ერთ ოჯახზე დახმარების სახით 10 კილოგრამი ფქვილი, 5 კილოგრამი მაკარონი, ერთი ბოთლი ზეთი და 2 ცალი სარეცხის ფხვნილი გაიცემა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ზუროშვილმა განუცხადა, დახმარებას თელავში მცხოვრები 8 ათასამდე ოჯახი მიიღებს, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პროდუქტებს ის ოჯახებიც იღებენ, ვინც სტიქიის შედეგად არ დაზარალებულან ან უმნიშვნელო ზიანი მიიღეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა, რომელიც მოსახლეობას პროდუქტებს ურიგებდა არ უპასუხა კახეთის საინფორმაციო ცენტრის კითხვას, რატომ არიგებდა პროდუქტებს მმართველი პარტიის საარჩევნო მაისურში ჩაცმული. კითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა ცენტრალური თელავის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გიგი ლიქოკელმაც.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან ოფიციალურად მოქმედებს წინასაარჩევნო პერიოდი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164 1 მუხლით გათვალისწინებულ ამომრჩეველთა მოსყიდვას, აგრეთვე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და საბიუჯეტო თანხების წინასაარჩევნოდ გამოყენების შემთხვევებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, სახელმწიფო აუდიტის პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, აგრეთვე, უწყებათაშორისმა კომისიამ დაუყოვნებლივ შეისწავლოს ზემოაღნიშნული ფაქტები და მოახდინოს მათზე ადექვატური რეაგირება.


Humanrights.ge
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC