კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის საკრებულოს სხდომები 1 ოქტომბრამდე აღარ ჩატარდება

5 სექტემბერი, 2012

ქუთაისის საკრებულომ რიგგარეშე სხდომებზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამის მიზეზი მომავალი საპარლამენტო არჩევნებია.

საკრებულოს რიგგარეშე  სხდომების შეჩერების თაობაზე 3 სექტემბერს ქუთაისის საკრებულოს საგანგებოდ გამართულ 39–ე  რიგგარეშე სხდომაზე  საკრებულოს თავმჯდომარემ,  ამირან ხვადაგიანმა განაცხადა.

„ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე  საკრებულოს რიგგარეშე სხდომა აღარ გაიმართება. ამის მიზეზი დატვირთული წინასაარჩევნო კამპანიაა“, - აღნიშნა ამირან ხვადაგიანმა.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომები ბოლო პერიოდში ქუთაისის თვითმმართველობის განუყოფელი ნაწილი გახდა. გახშირებული საბიუჯეტო ცვლილებები სწორედ რიგგარეშე სხდომებზე განიხილებოდა და ოპოზიციის წინააღმდეგობის მიხედავად, უმეტესად დადებითად წყდებოდა.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები