კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩხოროწყუს სასამართლომ „ქართული ოცნების“ აქტივისტს 35-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

12 სექტემბერი, 2012

8 სექტემბერს ჩხოროწყუს სასამართლომ „ქართული ოცნების“ აქტივისტ ედემ კვარაცხელიას 35-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქმე ედემ კვარაცხელიას მიმართ ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) არის აღძრული.

შსს-ს ინფორმაციით, კვარაცხელია ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფელ ნაფიჩხოლოში იმყოფებოდა. აღნიშნულ შეხვედრაზე გასაშუქებლად მყოფ სამეგრელოს მედიაორგანიზაციის ჟურნალისტებს ედემ კვარაცხელიამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ვიდეოკამერა დაუზიანა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული - „სმო.გე“-ს ოპერატორი კობა ალექსანდრია სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს შენობაში იმყოფებოდა,  სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცისგან განსხვავებით სრულიად სხვა მოსაზრებები აქვს „ქართული ოცნების“  ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან იზორიას საარცევნო შტაბს. დეპუტატობის კანდიდატმა ლევან იზორიამ  კოალიციის აქტივისტის ედემ კვარაცხელიას დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა და უარყო ვიდეოკამერისა დაზიანებისა და შეურაცხყოფის ბრალდება. 

„ეს არის „ქართული ოცნების“ აქტივისტებზე მორიგი „ოპერაცია“, რომელიც განახორციელა ხელისუფლებამ. არანაირი კამერის დაზიანების ფაქტი არ ყოფილა, მიუხედავად გადაღების აკრძალვისა, „სმო.გე“-ს ოპერატორი გადაღებას მაინც განაგრძობდა. მოსახლეობას თავად არ სურდა გადაღება. მათი დაჟინებული  მოთხოვნით, ამ ბოლო დროს არც ერთ შეხვედრაზე ჟურნალისტები არ დამყავს, რადგან ხალხს ეშინია. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, ამ ე.ჟ. ეს კადრები უშიშროებაში მიაქვთ, სადაც მუშავდება კადრში მოხვედრილ ადამიანებზე ინფორმაცია. შემდეგ მათ აკითხავენ ოჯახებში და პასუხს თხოვენ ოპოზიციის შეკრებებზე დასწრების გამო. მოსახლეობას კამერის გარეშე უფრო თავისუფლად და ღიად ვხვდები“, - ამბობს ლევან იზორია.
 
დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ხელისუფლება ბოლო დღეებში ხალხთან მისმა შეხვედრებმა შეაშფოთა: „ერთ დღეში 30 კილომეტრი ფეხით კარდაკარ შემოვიარე, რამდენიმე ათას ადამიანს შევხდი და ვესაუბრე. ხალხთან ამგვარმა ურთიერთობამ, როგორც ჩანს, ადგილობრივი ხელისუფლება შეაშინა და ასეთი მეთოდებით გადაწყვიტა ხელის შეშლა. მაგრამ ჩვენ არაფერი შეგვაშინებს. მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გაათმაგებულად გავაგრძელებთ“.

მისივე განმარტებით, ე. წ. მედიაორგანიზაციის წარმომადგენელი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გახლავთ: „მინდა, საინტერესო ინფორმაციაზე გავამახვილო თქვენი ყურადღება - კობა ალექსანდრია ჩხოროწყუს საავადმყოფოს დაცვის თანამშრომელია“.

ბრიფინგზე  smo.ge-ს ხელმძღვანელი მალხაზ ბასილაია არ დაეთანხმა  იზორიას. მან დაჟინებით მოითხოვა კადრების ამოღება და ბრიფინგზე ჩვენება. ბასილაიას მტკიცებით, ადგილი ჰქონდა ხელშეშლას და ჟურნალისტის შეურაცყოფის ფაქტს.

ინგა გვასალია, სამეგრელო

ახალი ამბები