კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამერიკელ მონიტორებს ცესკომ არჩევნებზე დაკვირვებაზე უარი უთხრა, სამაგიეროდ აკრედიტაცია მიიღო ბელორუსის ცესკომ

20 სექტემბერი, 2012

ამერიკულ მონიტორინგის ჯგუფს საქართველოში არჩევნებზე დაკვირვებაზე ცესკო-მ უარი უთხრა. ამის შესახებ ამერიკულმა ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ წარმომადგენლებმა „ინტერპრესნიუსის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორის ბრაიან მეფორდის განმარტებით, ცესკომ უარის მიზეზად, ორგანიზაციის მხრიდან არასაკმარისი ინფორმაციის წარდგენა დაასახელა.

„ჩვენმა ორგანიზაციამ არჩევნებზე დაკვირვების აკრედიტაცია სხვადასხვა ქვეყანაში ექვსჯერ მიიღო. ჩვენ ვაკვირდებოდით არჩევნებს უკრაინაში, მოლდოვაში, სლოვენიასა და მონტელეგროში. მონიტორინგის ჯგუფს უარი ეთქვა დააკვირდეს 1-ელ ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. ეს ფაქტი საქართველოს მხრიდან, წლების მანძილზე ბრძოლით მოპოვებული დემოკრატიული პრინციპებიდან და ინსტიტუტებიდან გადახვევას ნიშნავს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ განცხადებით, ცესკომ აკრედიტაცია მიანიჭა ბელორუსის დელეგაციას, „რომელიც ოფიციალურად აღიარებულია, როგორც უკანასკნელი დიქტატურა ევროპაში“.

„ბატონი სააკაშვილის ადმინისტრაცია ანიჭებს აკრედიტაციას ბელორუსიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. ამ პიროვნებამ გააყალბა არჩევნები და განახორციელა პოლიტიკური დაშინება ისე, რომ მას აეკრძალა აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა. ამის მიუხედავად, იგი მაინც მიიღო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა“, - აღნიშნა კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან მეფორდმა.

ორგანიზაციის წევრების თქმით, ისინი აკრედიტაციის მოპოვებას კიდევ შეეცდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს სამასამდე უცხოელი დამკვირვებელი დააკლდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები