კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გლდანის ციხის პატიმრების თქმით, ბედუკაძე ერთადერთი იყო, ვინც პატიმრებს ადამიანურად ექცეოდა

24 სექტემბერი, 2012
 
გლდანის მე-8 საპყრობილის პატიმრების ინფორმაციით, ვლადიმერ ბედუკაძე ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც პატიმრებს ციხეში ადამიანურად ექცეოდა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთ-ერთი პატიმრის მეუღლემ რიგგარეშე პაემნიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. 

მისი თქმით, პატიმარი მეუღლე აცხადებს, რომ ბედუკაძე მსჯავრდებულებს ზოგჯერ წამლებითა და სიგარეტითაც კი ეხმარებოდა. ციხიდან გამოსული მნახველების თქმით, ამ დროისთვის საპყრობილეში ნორმალური ვითარებაა და პატიმრებს უკვე ჩართული აქვს რადიოც.

პატიმრის ერთ-ერთი ახლობლის ინფორმაციით, რომელმაც ტელეკამერების წინ საუბრისგან თავი შეიკავა, აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პატიმრის თქმით, მას თამაზ თამაზაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებენ. 

ამ დროისათვის რეგისტრაცია 2 750 ვიზიტორმა გაიარა, ციხეში შესვლა კი 2 448 ვიზიტორმა შეძლო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები