კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ განცხადება

20 სექტემბერი, 2012

ტელეკომპანიების - „მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ ეთერში გასული შემაძრწუნებელი ვიდეომასალა პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უტყუარი მტკიცებულებაა. აღმაშფოთებელია ხელისუფლების რეაქცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც პენიტენციალურ სისტემაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელმა პირებმა თანამდებობა კი არ დატოვეს, არამედ საზოგადოებას ამცნეს, რომ მომხდარ უმსგავსობაში დამნაშავე თურმე ოპოზიცია ყოფილა. პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა პატიმართა წამებაში, კი არ დააკავეს, არამედ თანამდებობიდან გაათავისუფლეს. საკუთარი უმოქმედობით შს მინისტრმა, მთავარმა პროკურორმა, იუსტიციის მინისტრმა სრული  პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეს მომხდარ დანაშაულზე, მითუმეტეს, რომ  ადგილობრივი უფლებადმცველი ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და საერთაშორისო ორგანიზაციები რამდენიმე წელია, სისტემატურად საუბრობენ ამ სისტემაში შექმნილ კატასტროფულ ვითარებაზე. ამიტომ კოალიციის „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრები კატეგორიულად მოვითხოვთ:

1. დაუყოვნებლივ აღიძრას სისხლის სამართლი საქმე სასჯელაღსრულების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის და სამინისტროს ხელმძღვანელი პირების მიმართ.
 
2. დაეკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა იმ თანამდებობის პირს, რომელიც დღემდე რეაგირების გარეშე ტოვებდა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებას. შესაბამისად, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა, აგრეთვე, მთავარმა პროკურორმა, რომლებმაც ხანგრძლივი დროის მანძილზე არაფერი გააკეთეს ამ დანაშაულებების აღსაკვეთად, უნდა დატოვონ თანამდებობა.

3. გარდა ამისა, პატიმარ თამაზ თამაზაშვილის ოჯახის წევრები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თამაზაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, უზრუნველყოფილ იქნას მისი უსაფრთხოება, რათა არ მოხდეს რაიმე სახის ზემოქმედება მასზე.

კოალიციის წევრები:
1. ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში;
2. ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი;
3. კოტე კანდელაკი - სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;
4. უჩა ნანუაშვილი -  ადამიანის უფლებათა ცენტრი;
5. ია მამალაძე - საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი;
6. გიორგი ხუციშვილი - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი;
7. დავით ნარმანია - კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი;
8. მაგდა პოპიაშვილი - საქართველოს მედია კლუბი;
9. მურმან პატარაია - სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი;
10. დავით ლოსაბერიძე - ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი.

ახალი ამბები