კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2 000 ლარი ჯარიმა ნაციონალური მოძრაობის დატოვებისთვის

28 სექტემბერი, 2012

ოზურგეთის სასამართლომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი თამარ მალაზონია 2000 ლარით დაუსწრებლად დააჯარიმა. მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ მალაზონია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის 45 მუხლით და საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად დააჯარიმა.

ჯარიმა მალაზონიამ 30 დღის ვადაში უნდა გაიხადოს. იგი აცხადებს, რომ ეს ჯარიმა  მისი, როგორც საჯარო მოხელის მხრიდან პოლიტიკური აგიტაციის გაწევას მოჰყვა: „ჩემს მიერ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ოფისში გამართული ბრიფინგი ჩათვალეს საჯარო მოხელის მხრიდან აგიტაციის გაწევად და დამაჯარიმეს ისე, რომ სასამართლო პროცესს არც დავსწრებივარ“.

თამარ მალაზონია ამბობს, რომ მას ეს ჯარიმა მას შემდეგ დაეკისრა, რაც კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა.

თამარ მალაზონია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთას რწმუნებულის თანაშემწედ ოთხი წელი მუშაობდა და მმართველ პარტიას აქტიურად უჭერდა მხარს. მას შემდეგ, რაც ტელევიზიით გავრცელებული კადრები იხილა ქართულ ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ, პროტესტის ნიშნად დატოვა სამსახური, სადაც ოთხი წელი მუშაობდა. იმ დღეს მალაზონიამ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ადამიანური და მორალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიიღო სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება.

ნინო მშვიდობაძე, გურია

ახალი ამბები