კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატ ირმა ჭკადუას შვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

12 ოქტომბერი, 2012

ცნობილი უფლებადამცველისა და იურისტ ირმა ჭკადუას შვილი ანრი ჯოხაძე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტ ზაზა ხატიაშვილის თავდებობით, პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ჯოხაძე სამართალდამცავებმა 26 აგვისტოს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს (ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება). უფლებადამცველებმა ამ საქმეს პოლიტიკური დევნის კვალიფიკაცია მისცეს, რადგან ჭკადუა აქტიურად იყო ჩართული ბევრ გახმაურებულ საქმეში, მათ შორის ის სასამართლოზე „ქართული ოცნების“ შემომწირველთა ინტერესებს იცავდა.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანრი ჯოხაძე მე-4 კურსის სტუდენტია და მას არასდროს ჰქონია პრობლემები სამართალდამცავ ორგანოებთან. ჯოხაძე „თბილისის ჰელსინკის ჯგუფმა“ პოლიტიკურ პატიმრად აღიარა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე დაესწრნენ. კუკავა და ხატიაშვილი ბრალდებულს თავდებში ჩაუდგნენ და აღკვეთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვეს. სასამართლომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ჯოხაძეს პატიმრობა თავდებობით შეუცვალა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები