19:33, Monday, 26.10.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გიგა ბოკერიას ცოლს ტელეკომპანია „საქართველოს“ სამაუწყებლო ლიცენზია გადაეცა

17.10.2012

ნატა ძველიშვილი, media.ge

 12 ოქტომბერს „სამოქალაქო განათლების ფონდს“, რომელიც ჟურნალ „ტაბულას“ ფლობს“, ტელეკომპანია „საქართველოს“ სამაუწყებლო ლიცენზია გადაეცა - კერძო საერთო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიები. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ლიცენზიის გადაცემაზე 3 ხმით ერთის წინააღმდეგ განაცხადა თანხმობა. „სამოქალაქო განათლების ფონდის“ დირექტორი უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას მეუღლე და ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილია.

კომისიის გადაწყვეტილების პასუხად ინფორმაცია გაავრცელა ჟურნალმა „ტაბულამაც“. „ტაბულას“ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ „ჟურნალი საქმიანობას აფართოებს და მალე საზოგადოებას ტელევიზიის მეშვეობითაც მიაწვდის აქტუალურ ინფორმაციას და ანალიზს“.

სამაუწყებლო ლიცენზიის გადაცემაზე  ჟურნალის დამფუძნებელმა „სამოქალაქო განათლების ფონდმა“ და ტელეკომპანია „საქართველომ“ მოილაპარაკეს და კომუნიკაციების კომისიისგან თანხმობაც მიიღეს. სამომავლო სამაუწყებლო საქმიანობაზე თამარ ჩერგოლეიშვილი ჯერ არ საუბრობს. მან Media.ge-ს განუცხადა, რომ საქართველოში არ იმყოფება და გეგმებზე ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს.

კომუნიკაციების კომისიის სხდომის მიმდინარობისას მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ივანე მახარაძემ განაცხადა, რომ „სამოქალაქო განათლების ფონდი“, არ წარმოადგენს იმ პირებს, რომლებსაც შეიძლება, ეკრძალებოდეთ მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობა. მახარაძემ აღნიშნა, რომ თუ ტელეკომპანია „საქართველო“ ლიცენზიას გადასცემს ფონდს, არ დაირღვევა მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-60 მუხლი, რომლის მიხედვითაც იკრძალება მაუწყებლობის კონცენტრაცია.

კომისიის ერთადერთი წევრი, ვინც „სამოქალაქო განათლების ფონდისათვის“ ლიცენზიის გადაცემას მხარი არ დაუჭირა, აკაკი სიხარულიძე იყო. მისი თქმით, ცხადი არ იყო, ეწინააღმდეგებიან თუ არა ფონდის წვერები 37-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც ლიცენზიის ფლობა, ადმინისტარაციული ორგანოს წარმომადგენელს, ან მასთან ურთიერთდამოკიდებულ პირს ეკრძალება.

„ჩვენ ვიცით, რომ ფონდის დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გიგა ბოკერიას მეუღლეა. ანუ, სულ ცოტა ბუნდოვანია, რამდენად შესაბამისობაში იქნება კანონთან მისთვის ლიცენზიის გადაცემა. გარდა ამისა, ტელეკომპანია „საქართველო“ ფლობდა საერთო ლიცენზიას, რაც ნიშნავს იმას, რომ მას მინიმუმ საინფორმაციო გამოშვება უნდა ჰქონოდა, რასაც ის არ ასრულებდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯერ „საქართველომ“ უნდა მოიყვანოს თავისი პროგრამები ლიცენზიასთან შესაბამისობაში და შემდეგ მივცეთ თანხმობა ლიცენზიის გადაცემაზე“, - განაცხადა აკაკი სიხარულიძემ.

კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ნინო ნიჟარაძემ მას განუმარტა, რომ მეუღლე, ან ოჯახის წევრი ურთიერთდამოკიდებულ პირად არ ითვლება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ ფონდი არ დააკმაყოფილებს ლიცენზიის პირობებს, შესაძლებელია მას სანქცია დაეკისროს. ხოლო „ასრულებდა, თუ არა ტელეკომპანია „საქართველო“ სალიცენზიო პირობებს ეს ცალკე განხილვის საგანია“.

ტელეკომპანია „საქართველოს“ მხრიდან სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობაზე ისაუბრა სხდომაზე მყოფმა ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ადვოკატმა სერგო ჯორბენაძემაც. მისი თქმით, ტელეკომპანია „საქართველოს“ კუთვნილი ლიცენზიის ფონდისთვის გადაცემა არასამართლიანია. „საქართველო“ არ ასრულებდა სალიცენზიო პირობებს და მაინც ჰქონდა სამაუწყებლო ლიცენზია, „მეცხრე არხს“ კი რომელიც კონკურსის გამოცხადებას 6 თვეა ითხოვს, და მის კუთვნილ სალიცენზიო პირობებს ასრულებს, კომისია სიხშირეს არ აძლევს.

ნინო ნიჟარაძემ მას განუმარტა, რომ ფონდისთვის ლიცენზიის გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ხოლო კონკურსის გამოცხადება სხვა საკითხია და თუ რა მოტივით გადასცემს ერთი კერძო კომპანია მეორე კომპანიას სიხშირეს, ეს კომისიის კომპეტენციის სფერო არ არის.

სერგო ჯორბენაძის განცხადებით, „მეცხრე არხი“ კომისიის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. კანონის თანახმად, გასაჩივრების უფლება მას ერთი თვის ვადაში აქვს.

ორიგინალი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC