კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსახლკარო ოჯახებმა რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე ავარიული შენობა დაიკავეს

19 ოქტომბერი, 2012

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი სამსართულიანი კორპუსი რუსთავის მარცხენა სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე ავარიული შენობაა. შენობის ერთი ნაწილი სრულადაა ჩამონგრეული. ასევე კედლების გარეშეა დარჩენილი შენობის ჩამონგრეული ნაწილის მოსაზღვრე ოთახები.

ამის მიუხედავად, ადგილობრივმა და დევნილმა უსახლკარო ოჯახებმა მასში შესახლება გადაწყვიტეს. ისინი შენობაში თვითნებურად რამდენიმე დღის წინ შევიდნენ და აღარ გამოდიან. ავარიული შენობიდან მათ გამოყვანას არც არავინ ჩქარობს.

რუსთავის თვითმმართველობა მედიასთან კომენტირებისას ამბობს, რომ მათ უსახლკაროებისთვის შესახლების ნება არ მიუციათ და შესაბამისად, აღნიშნულ შენობაში შესული ოჯახების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ.

იმის გამო, რომ შენობაში სამშენებლო მასალები ყრია, არ არის წყალი, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და სველი წერტილები -  შესახლებულთა ნაწილი შენობის ეზოში გაშლილ კარავში რჩება. მათი თქმით, ფართის ოფიციალურად გადაცემის შემდეგ ეცდებიან შენობა საცხოვრებლად ვარგისი გახადონ.

Humanrights.ge  შესახლებულთა მდგომარეობის გარდა, დაინტერესდა, თუ რატომ გადაწყვიტეს მათ თვითნებურად შესახლება სწორედ ახლა. ამ კითხვის დასმისას ჩვენი რესპოდენტები რატომღაც პირდაპირ იწყებენ რუსთავის მერიის დაცვას, ისე, რომ ჩვენ საუბრისას არც გვიხსენებია ადგილობრივი თვითმმართველობა.

„ჩვენ აქ თვითნებურად შემოვედით. მერიას არ უთქვამს თანხმობა. გვითხრეს, რომ შენობა ავარიულია. დავიღალეთ უბინაოდ ყოფნით და ასეთი გადაწყვეტილება ამიტომ მივიღეთ. სულ 52 უსახლკარო ოჯახი ვართ, ზოგი დევნილია და ზოგიც - ადგილობრივი“ , - ამბობს ერთ-ერთი შესახლებული ოჯახის წევრი, სამიშვილის დედა,  თამუნა იორდანიშვილი. მისი თქმით, წლებია, რუსთავში გაგარინის №8-ში ცხოვრობს, ბინის ნაცვლად შენობის კარკასი აქვს დაკავებული. თუმცა, მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა, სოციალურად დაუცველის სატატუსი მაინც არ მიანიჭეს. 

თვითნებურად შესახლებულთა შორისაა რამდენიმე დევნილი ოჯახი. ისინი პირველ რიგში ლტოლვილთა სამინისტროს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მათთვის გამოყოფილი ფული საქმეს არ მოხმარდა. დევნილი ოჯახები აცხადებენ, რომ წლებია, ქირით, ან ნათესავთან ცხოვრობენ. 

„6 და 8 წლის შვილები მყავს. თავიდან ქირით ვცოვრობდი თბილისში. შემდეგ ქირის გაძვირების გამო რუსთვში გადმოვედი. ახლა,  აქაც ვერ ავუდივარ ქირის გადასახადს. ამიტომ გავიგე ასე, რომ შედიოდნენ  შენობაში და ჩვენც მოვედით. ვიცი, რომ ავარიულია,  მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. იქნებ, ახლა მაინც მოგვაქციონ ყურადღება. წლებია გვეუბნებიან დღეს მოგხედვათ, ხვალო მოგხედავთო, მაგრამ ჩვენი დარდის გულთან მიმტანი არავინაა“, - ამბობს აფხაზეთიდან  დევნილი, ირინა ზარანდია.

ახალი ამბები