20:28, Thursday, 19.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პატიმრები ციხის სახურავებზე ადიან და უფლებადამცველებთან შეხვედრას მოითხოვენ

25.10.2012

ალექსი ბეჟანიშვილი

24 ოქტომბერს გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების სახურავზე ავიდა პატიმარი ლაშა გეწაძე და საპყრობილეში ვიდეოკამერების შესვლას მოითხოვა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი კანონდარღვევა ხდებოდა ციხის ძველი ადმინისტრაციის პირობებში. პირადად მასზეც განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა და სურს, რომ ამ ყველაფრის შესახებ კამერების თანდასწრებით ისაუბროს.

გლდანის ციხეში მივიდა „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი, რომელიც საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრია. ადგილზე ასევე იყვნენ ამავე ჯგუფის წევრები სოსო მანჯავიძე და დაჩი ცაგურია.

ლაშა გეწაძემ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ავალებდნენ 26 მაისს დაკავებული ივა ჩიღვინაძის მკვლელობას. პატიმრის თქმით, მას შემდეგ, რაც დავალების შესრულებაზე უარი განაცხადა, მასზე ხორციელდებოდა ფიზიკური ზეწოლა, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, ჰყავდათ თოკზე ჩამოკიდებული და სასტიკად სცემდნენ.

ლაშა გეწაძის ინფორმაციით, მისი პატიმრობის პერიოდში, რომელიც 2 წელსა და 5 თვეს მოიცავს, თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა მასზე ფიზიკური ზეწოლა სხვადასხვა მოთხოვნებით.

პატიმრის გადმოცემით, ისიც კი დააწერინეს, რომ „ცისფერია“, რათა შემდეგ არ გაეხმოვანებინა ეს ზეწოლის ფაქტები.

როგორც გეწაძემ აღნიშნა, ის მეზობელთან ჩხუბის გამო ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

ლაშა გეწაძე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა ციხის სახურავზე. ის მონიტორინგის ჯგუფის წევრებსაც არ აძლევდა მასთან მიახლოების საშუალებას.

ციხეში ასევე იმყოფებოდა სასჯელაღსრულების მინისტრის თანაშემწე გიორგი მშვენიერაძე.


საღამოს პატიმარი ლაშა გეწაძე საკანში დააბრუნეს მას შემდეგ, რაც ტელეფონით ჟურნალისტებს გაესაუბრა. ასევე, მას ციხის ადმინისტრაცია დაჰპირდა, რომ დღესვე ოჯახის წევრებს შეახვდრებენ. პატიმარმა ციხის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ციხის ძველი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან მისი წამების ფაქტების შესახებ წერილს პროკურატურას გადასცემს. იგი წამებაში ოლეგ ფაცაციას, ვინმე მუხაძეს და ყაჭეიშვილს ადანაშაულებს.

ივა ჩიღვინაძე ადასტურებს, რომ პატიმრებს მასზე ზეწოლას ავალებდნენ

„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი, რომელიც საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის წევრია, გლდანის საპყრობილეში შეხვდა ივა ჩიღვინაძესაც, რომლის მკვლელობასაც, ლაშა გეწაძის თქმით, მას ავალებდნენ.

ივა ჩიღვინაძე, რომელიც 2011 წლის 26 მაისის მოვლენებისას დააკავეს, ადასტურებს, რომ მის მიმართ ლაშა გეწაძეს და არა მხოლოდ მას, ავალებდნენ ზეწოლის განხორციელებას.

„ეს დავალება მოდიოდა ადეიშვილის მხრიდან. 26 მაისის მოვლენებიდან გამომდინარე 40 ადამიანი დააკავეს, თუმცა ჩემთვის უცნობია პირადად ჩემს მიმართ რატომ ხორციელდებოდა განსაკუთრებული ზეწოლა. დაკავებიდან პირველი ხუთი თვის განმავლობაში ეს ზეწოლა ჩემზეც ხორციელდებოდა. კერძოდ, მათ იცოდნენ, რომ კარგი ურთიერთობა მქონდა ნინო ბურჯანაძესთან და ძმებ გაჩეჩილაძეებთან. ჰქონდათ მოთხოვნები, რომ რუსეთთან ურთიერთობაში და რუსეთიდან ფულზე მეთქვა რაღაცები, თუმცა რაც არ ვიცოდი, ვერაფერს ვიტყოდი“, - განაცხადა ივა ჩიღვინაძემ.

რაც შეეხება ფიზიკურ ზეწოლას, მისი თქმით, ფიზიკური ზეწოლა მასზე ხორციელდებოდა პოლიციის სამმართველოში.

ჩიღვინაძის განმარტებით, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების მიმართ ციხეში სხვა სახის ანგარიშსწორება ვრცელდებოდა. კერძოდ, პოლიტიკური პატიმრები კუდ-ის განკარგულებაში იყვნენ.

„კუდ-იდან კი კონკრეტულ პატიმრებს ავალებდნენ, რომ ყოფილიყვნენ აგენტები, ურთიერთობა ჰქონოდათ ჩვენთან და გაეტანათ სხვადასხვა სახის ინფორმაცია. ზოგიერთი პატიმარი ამაზე თანხმდებოდა და ზოგი კი ზეწოლის შედეგად აკეთებდა ამას“, - განაცხადა ივა ჩიღვინაძემ.

ჩიღვინაძე 26 მაისის მოვლენების შემდეგ დააკავეს და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ასევე პოლიციის საკუთრებაში არსებული მანქანის დაზიანების მუხლით, 10-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კიდევ ერთი პატიმარი სახურავზე

აღსანიშნავია, რომ 23 ოქტომბერს დაახლოებით ანალოგიური მოთხოვნებით პატიმარი ორთაჭალის #12 სასჯელაღსრულების დაწესეულების სახურავზეც ავიდა. იგი აცხადებდა, რომ ციხეში არაფერი შეცვლილა და მისი უფლებები ირღვევა. პატიმარი მასთან არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და ტელევიზიების მისვლას მოითხოვდა.

„პროკურატურა, სახალხო დამცველი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - ვინც აწარმოებს კონტროლს, ყველა მოვიდეს. არ გენდობით, ჩამოვალ უარესს მიზამთ!“ - ყვიროდა პატიმარი სახურავიდან. ადგილზე გამოცხადდნენ სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, თუმცა მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მივიდნენ, პატიმარი სახურავიდან საკუთარი ნებით ჩამოვიდა.

საინტერესოა, როგორ ახერხებენ პატიმრები ყოველდღიურად საპატიმროების სახურავებზე ასვლას და ხომ არ ხდება ეს სასჯელაღსრულების სისტემის წარმავალი წარმომადგენლების ინსპირირებით? ამ საკითხზე კომენტარები ჯერჯერობით არ კეთდება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC