00:35, Wednesday, 18.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჭიათურაში მაღაროელები ისევ გაფიცულები არიან

25.10.2012

მარი ტაბიძე, ჭიათურა

ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა  გრძელდება. მაღაროელები ხელფასების 100 %-იან მატებას, სანიტარული პირობების მოწესრიგებას, სპეც ფორმების მიწოდებას და სამუშაო იარაღების გადაახლებას ითხოვენ.

გაფიცულებს  კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წევრი თინა ხიდაშელი 19 ოქტომბერს შეხვდა. ხიდაშელმა პატარიძის სახელობის მაღაროს ის თანამშრომლებიც მოინახულა, რომლებმაც მაღაროს გვირაბში 17 ოქტომბერს მჯდომარე აქცია დაიწყეს. სხვა მაღაროელთა მოთხოვნებს ისინი მას შემდეგ შეუერთდნენ, რაც პროტესტს პასუხისმგებელი პირებისგან რეაგირება არ მოჰყოლია. გარდა ამისა, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მაღაროელები ორი კილომეტრის  სიღრმის გვირაბში, შიმშილობის დაწყებას  არ გამორიცხავენ.

მოგვიანებით თინა ხიდაშელი „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალურ დირექტორს ვლადიმერ ლოზინსკისაც ესაუბრა. ორსაათიანი საუბარი „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალურ დირექტორთან თითქმის უშედეგოდ დასრულდა. გენერალურ დირექტორთან მიღწეული შეთანხმება მაღაროელებისთვის მე-13 ხელფასის მოხსნას და მის ხარჯზე ყოველთვიური ხელფასის 25%-იან მატებას ითვალისწინებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობასთან მიღწეული ამ შეთანხმებით კმაყოფილები არ ვართ და ვიბრძოლებთ მაღაროელების ყველა უფლების და მოთხოვნების შესრულებისთვის. თუმცა, მიმაჩნია, რომ ის რაც მიღწეულია, მაღაროელებს ცოტა შვებას მაინც მისცემს. რა თქმა უნდა აქ სხვა სახის პრობლემებიცაა რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს და ჩვენ ამ საკითხის მოგვარებაში თითოეულ მაღაროელს დავეხმარებით“, - განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა თინა ხიდაშელმა.

მაღაროელები  მათი  მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებამდე მუშაობაზე უარს აცხადებენ და გენერალური დირექტორის გადადგომას ითხოვენ.

„ამ მაღაროში 20 წელია, ვმუშაობ,  ოჯახს ამ ხელფასით ვარჩენთ. შეგიძლიათ, ნახოთ რა პირობებში ვმუშაობთ, ზოგჯერ წყალიც არ გვაქვს. მოკლედ, უპატრონოდ ვართ“, -  აცხადებენ გაფიცული მუშები.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრმა მერაბ იაკობიძემ  განაცხადა, მაღაროელებმა   ინვესტორებისგან მოლაპარაკებაში ჩართვა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას  მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მაღაროელმა პროტესტის ამ ფორმას უკვე მიმართა.

გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობა, საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავჯდომარემ მურმან არჯევანიძემ და სტუდენტურმა ორგანიზაციამ - „ლაბორატორია 1918“ გამოუცხადეს.

23 ოქტომბერს კი ჭიათურაში საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ჩავიდა. იგი  გაფიცულ მეშახტეებს შეხვდა. პეტრიაშვილმა მაღაროელებს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა, რაშიც გაფიცულები არ დაეთანხმნენ. მეშახტეების აცხადებენ, რომ მათ არაერთხელ სცადეს ხელძღვანელობასთან შეთანხმების მიღწევა, თუმცა - უშედეგოდ.

„ის პირობები, რაც აქ მაღაროელებს აქვს, გაუსაძლისია და ხელმძღვანელობამ უნდა შეცვალოს. ასეთ ვითარებაში ეს ადამიანები წლებია, მუშაობენ, მაგრამ „ჯორჯიან მანგანეზ“ ლობისტად ქვეყნის ხელისუფლება ჰყავდა და პრობლემების მოგვარებისთვის არაფერს აკეთებდა“, - განაცხადა პეტრიაშვილმა. იგი „ჯორჯიან მანგანეზის“ პროფკავშირულ გაერთიანებასაც შეეხო. ამ გაერთიანებას ირაკლი პეტრიაშვილმა ცრუ პროფკავშირი უწოდა და ხელმძღვანელი კაკო გურჯიძე მაღაროელთა ძალადობაში დაადანაშაულა. გურჯიძე პროფკავშირების პარალელურად კომპანიის ხელმძღვანელიცაა.

აღსანიშნავია, რომ  აქციის პარალელურად, 17 ოქტომბერს, შპს „ჯორჯიან მანგანეზის “ ადმინისტრაციის თანამშრომლები ჭიათურაში, იაშვილის ქუჩაზე მდებარე ბაღში ქეიფობდნენ. სუფრასთან აგრეთვე იჯდა კომპანიის დირექტორი აკაკი გურჯიძე.  რამაც გაფიცულები უფრო გააღიზიანა.

ბოლო ინფორმაციით, მაღაროელებს გაფიცვა არ შეუწყვეტიათ და ისინი კომპანიის ხელმძღვანელობისგან ყველა მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC