20:33, Thursday, 19.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადვოკატი დიმიტრი გაბუნია მიხეილ მაჭავარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს

26.10.2012

 
ინტერპრესნიუსი

კომპიუტერული ტექნიკის კომპანია „მაქსტოპის“ დირექტორისა და მფლობელის, ბიზნესმენ მინდია ქაშიბაძის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ამის შესახებ ბიზნესმენის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია აცხადებს. 

როგორც დიმიტრი გაბუნია განმარტავს, მისი კლიენტი დაიბარეს ავთო (ჭუტა) წერეთლის კაბინეტში და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, რა დროსაც მას მხედველობა დაუზიანდა. ადვოკატის ინფორმაციით, მინდია ქაშიბაძეს აიძულებდნენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე 300 ათასი დოლარი ჩაერიცხა და აღნიშნული ფულის გამოძალვას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ. უარის მიღების შემდეგ მისი ტერორი დაიწყო, რის გამოც ბიზნესმენი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. 

ადვოკატის ინფორმაციით, ქაშიბაძე აცხადებს, რომ მისი ბიზნესის მითვისებით დაინტერესდნენ ბიზნესმენები - ავთო(ჭუტა) წერეთელი და შევარდნაძის დროინდელი ენერგეტიკის მინისტრი თემურ გიორგაძე. მათ იცოდნენ, რომ ქაშიბაძეს ამ პერიოდში პრობლემები ჰქონდა და მას დაუწყეს არარსებული ვალის - 650 000 დოლარის მოთხოვნა. ამასთან, ქაშიბაძეზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაშიც იგი ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნებს – ირაკლი კირკიტაძეს, რომელიც დავით კირკიტაძის ნათესავია და ვინმე ფხალაძეს, ასევე კუდ-ის მაღალჩინოსანს დგებუაძეს, იგივე - „მასტერას“ ადანაშაულებს. 

დიმიტრი გაბუნიას ცნობით, ამ საქმეში ირიბად ჩართული იყო მიხეილ მაჭავარიანიც, რომელიც ავთანდილ (ჭუტა) წერეთლის ნათესავია. ისინი ქაშიბაძისგან ჭუტა წერეთლისთვის არარსებული ვალის დაბრუნებას და ბიზნესის დათმობას ითხოვდნენ. ამასთან, მიხეილ მაჭავარიანმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ არასდროს შეხვედრია მინდია ქაშიბაძეს.

„არსებობს უტყუარი ფაქტები და დოკუმენტები, რომელიც ააშკარავებს მიხეილ მაჭავარიანის სიცრუეს. მან განაცხადა, რომ არასდროს შეხვედრია ბიზნესმენ ქაშიბაძეს. გამოქვეყნებული ფოტო კი ადასტურებს, რომ კომპანია „მაქსტოპის“ პრეზენტაციაზე მიხეილ მაჭავარიანი და მინდია ქაშიბაძე გვერდი-გვერდ დგანან. იმედი მაქვს, რომ დამოუკიდებელი პროკურატურა და სასამართლო მინდია ქაშიბაძის წინააღმდეგ მიმართულ ყველა კრიმინალურ ქმედებას საკადრის პასუხს გასცემს“, - აღნიშნავს დიმიტრი გაბუნია.

მისივე განცხადებით, ქაშიბაძეს გააჩნია მასზე ზეწოლისა და წამების დამადასტურებელი ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომლებიც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ გახმაურდება. თუმცა, ეს მტკიცებულებები აუცილებლად გადაეცემა სასამართლოს. 

მინდია ქაშიბაძის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია გეგმავს პროკურატურაში სარჩელის შეტანას, რითაც ყველა დასახელებული პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღვძრას მოითხოვს. მისივე თქმით, აუცილებელია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის, ირაკლი კირკიტაძის და ლევან ფხალაძის წინააღმდეგ, აგრეთვე მათი წამქეზებლის - ავთო (ჭუტა) წერეთლის მიმართ.

ფოტოზე: კომპანია „მაქსტოპის“ პრეზენტაციაზე მიხეილ მაჭავარიანი და მინდია ქაშიბაძე გვერდი-გვერდ დგანან
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC