კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დააბრუნე!“ - პროექტი ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენების დასაცავად

5 ნოემბერი, 2012

ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენების ინტერესების დაცვის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ბიზნესი“ პროექტ „დააბრუნეს“ იწყებს.

პროექტის ამოცანების შესახებ 30 ოქტომბერს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, კომპანია „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელმა მამია სანადირაძემ ისაუბრა.

მისი განცხადებით, უკვე 30 ოქტომბრიდან ორგანიზაცია ყველა ბიზნესმენს, ვისაც აქვს უსამართლობის განცდა და მიაჩნია, რომ მისი საკუთრების უფება შეილახა, გაერთიანებას სთავაზობს, რათა შემუშავდეს ერთობლივი სტრატეგია და დაზუსტდეს იურიდიული გზები, რომლებიც წართმეული ქონების დაბრუნებისთვის იქნება საჭირო.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, პირველ რიგში შეიქმნება საერთო ბაზა, შემდგომ მოხდება საქმეების დახარისხება, საბოლოოდ კი ერთბლივი მსჯელობისა და იურიდიული კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება, თუ რა ფორმით დაიწყოს საქმის სამართლებრივი გზით წარმოება.

პროექტ „დააბრუნეს“ ინიციატორების განცხადებით, მათი მთავარი მიზანია, ქართულ ბიზნეს სექტორში საბოლოოდ აღმოიფხვრას საკუთრების შელახვის მცდელობები, დაისაჯონ კანონდამრღვევები და ბიზნესმენებში ურთიერთპატივისცემის განცდა დამკვიდრდეს.

პროექტ „დააბრუნეს“ ფარგლებში უკვე ფუნქციონირებს ელ.ფოსტის მისამართი daabrune@gmail.com, სადაც საკუთარი მონაცემებისა და კითხვების გაგზავნა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

ამასთან, როგორც მამია სანადირაძემ აღნიშნა, პროექტის მიმართ უკვე არსებობს დაინტერესება და მას უკვე დაუკავშირდა არაერთი როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში მყოფი ბიზნესმენი. მისვე თქმით „დააბრუნეს“ ფარგლებში ბიზნესმენების პირველი შეხვედრა, სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში დაიგეგმება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები