კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო დაცვის სამსახურს აეროპორტის სამთავრობო დარბაზით მოსარგებლე მგზავრებისთვის სერვისის უზრუნველყოფა დაევალა

5 ნოემბერი, 2012

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს თბილისის აეროპორტის სამთავრობო დარბაზით მოსარგებლე მგზავრებისთვის შესაბამისი სერვისის ფუნქციონირების უზრუნველყოფაც დაევალა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ცვლილება "საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ" მიხეილ სააკაშვილის 2005 წლის ბრძანებულებაში შევიდა.

აქამდე ამ მიმართულებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს თბილისის აეროპორტში სამთავრობო დარბაზის პირველ და მეორე სალონებსა და გასასვლელებში მხოლოდ წესრიგისა და დასაცავი პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებოდა, თუმცა პრეზიდენტის ახალი ბრძანებულების თანახმად, მან სამთავრობო დარბაზით მოსარგებლე მგზავრების შესაბამისი სერვისის ფუნქციონირების უზრუნველყოფაც უნდა მოახდინოს.

თბილისის აეროპორტში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი სამთავრობო დარბაზის პირველი სალონითა და გასასვლელით სარგებლობენ: პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, კათოლიკოს-პატრიარქი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზემოაღნიშნულ პირთა ოჯახის წევრები და მათ მიერ მოწვეული საზღვარგარეთის ქვეყნების თანამდებობის პირები და დელეგაციები.

რაც შეეხება სამთავრობო დარბაზის მეორე სალონითა და გასასვლელით მოსარგებლეებს, ისინი არიან: მთავრობის წევრები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, გენერალური პროკურორი, პარლამენტის წევრები, შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების და მთავრობის თავმჯდომარეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი, თბილისის მერი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები, დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელები, საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ და საერთაშორისო მისიათა ხელმძღვანელები, ასევე, ზემოაღნიშნულ პირთა ოჯახის წევრები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მათთან ერთად მგზავრობენ, ზემოაღნიშნულ პირთა მიერ მოწვეული საზღვარგარეთის ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები და დელეგაციები.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები