09:19, Tuesday, 10.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მონიტორინგის ჯგუფის ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაია #7 დაწესებულებიდან უნდა გადაიყვანონ

16.11.2012
სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაია #7 დაწესებულებიდან უნდა გადაიყვანონ.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მონიტორმა ნინო ზურიაშვილმა განაცხადა, რომ არ შეიძლება ბაჩო ახალაია სიკვდილის მოლოდინში იყოს.

„ან დაარწმუნონ, რომ უსაფრთხოდ არის, ან გადაიყვანონ“, - განაცხადა ზურიაშვილმა, რომელიც აპირებს, ეს პოზიცია სასჯელაღსრულების მინისტრს გააცნოს.

#7 დაწესებულებაში 14 ნოემბერს მონიტორინგის კიდევ ერთი წევრი, სოსო მანჯავიძე იმყოფებოდა, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ ახალაია აღნიშნული დაწესებულებიდან უნდა გადაიყვანონ, რაც ამ დაწესებულებაში მყოფი სხვა პატიმრების მოთხოვნაცაა.

„დაწესებულებაში მყოფი პატიმრები საუბრობენ შესაძლო პროვოკაციაზე, ითქვა - ვინმეს რომ მოუნდეს ბაჩო ახალაიას თავიდან მოცილება, იმის გამო, რომ მისგან არასასურველი ინფორმაცია არ გამოვიდეს, ადვილია ეს ქურდებს გადააბრალოს. ეს ესმით პატიმრებს და ამბობენ, რომ ახალაია უნდა მოაცილონ დაწესებულებიდან. ამასთან, პატიმრები მორალურ დისკომფორტს განიცდიან, როდესაც გვერდით ეგულებათ თავიანთი უბედურების ნაწილი ახალაიას სახით“, - განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

მონიტორინგის კიდევ ერთი წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით კი, ბაჩო ახალაია ან ე.წ. მატროსოვის ციხეში უნდა იყოს გადაყვანილი, სადაც 19 სექტემბრის შემდეგ დაკავებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წევრები არიან მოთავსებული, ან #7 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები სხვაგან უნდა გადაიყვანონ და სწორედ #7-ში მოხდეს სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის დაკავებული პატიმრების განთავსება, ბაჩო ახალაიასთან ერთად.

„გაუგებარია ჩემთვის სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებები, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ახალაია სხვა დაწესებულებაში ნაკლებად იქნება დაცული, თუ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ აქ ვინმე არ ენდობა მატროსოვის დაწესებულების დირექციას, რეჟიმისა და უსაფრთხოების უფროსებს, იქ მომსახურე პერსონალს, მაშინ ესეც ღიად უნდა ითქვას. ჩემი აზრით კი, ყველა დაწესებულება უნდა იქნეს სათანადოდ დაცული“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ამასთან, მისი თქმით, #7 დაწესებულება გასული საუკუნის 1970-იან წლებში აშენდა და გათვლილი იყო 72-საათიან პატიმრობაზე. იქ მოთავსება ხანგრძლივი დროის განმავლობაში არასათანადო მოპყრობის ტოლფასია და აქედან გამომდინარე, აქ განთავსებული პატიმრები მძიმედ დაავადებულები არიან.

„არ ვამახვილებ ყურადღებას ცალკე ქურდულ სამყაროზე, რომელთა წარმომადგენლების ჯანმრთელობა უკიდურესად რთულია. ამასთან, ახალაიას განთავსებას ამ დაწესებულებაში მოჰყვა ის, რომ პატიმრები მესამე სართულიდან - მეორეზე ჩაიყვანეს, სადაც მზის სხივი არ აღწევს“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებიდან ახალაიას გადაყვანას საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის კიდევ რამდენიმე წევრი ემხრობა.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC