03:53, Tuesday, 10.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება „განახლდა“

28.11.2012
პრემიერ–მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება „განახლდა“ და „სწრაფი ტემპით წავიდა წინ“. ამის თაობაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 27 ნოემბერს განაცხადა.

წულუკიანმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და ამის მიზეზად მიმდინარე გამოძიება დაასახელა.

„ერთადერთი მე რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ჟვანიას საქმე იყო, არის და იქნება ჩვენთვის ერთ–ერთი ყველაზე მაღალი პრიორიტეტი, რადგან ჩვენს ქვეყანას ეკუთვნის, რომ იცოდეს რა პირობებში გარდაიცვალა მისი პრემიერ–მინისტრი, რომლისადმიც დღეს ძალიან დიდი მოწიწებით არის გამსჭვალული საზოგადოება, მისი ხსოვნისადმი“, – განაცხადა წულუკიანმა პრესკონფერენციაზე.

„ამიტომ, რა თქმა უნდა, არც ერთ ჩვენს რესურსს არ  დავიშურებთ იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს ამ საქმეზე“, – განაცხადა მან.

„კიდევ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ განახლებული გამოძიების პირობებში, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ სწრაფი ტემპით წავიდა წინ, თავის მონაწილეობას მიიღებს ოჯახი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და დასძინა, რომ გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრის ოჯახს აქვს უფლება იცოდეს, თუ რას აკეთებს ხელისუფლება ამ საქმეზე. მისი თქმით, გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრის ძმა გოგლა ჟვანია ინფორმირებულია მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

იმ მოტივით, რომ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზების ოფიციალურ ვერსიაში უამრავი შეუსაბამობაა, გოგლა ჟვანია, რომელიც ამჟამად დეპუტატია კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, დიდი ხანია აცხადებს, რომ მისი ძმა მოკლეს. ოქტომბრის ბოლოს მან განაცხადა, რომ მისი ძმის გარდაცვალების შესახებ სიმართლის დაფარვაში ასევე მონაწილეობენ პრეზიდენტი სააკაშვილი; იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ჟვანიას გარდაცვალების დროს გენერალური პროკურორი იყო; ვანო მერაბიშვილი, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი და დეპუტატი გიორგი ბარამიძე, მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.

ჟვანიას გარდაცვალებიდან ცოტა ხანში გაკეთებული წინასწარი ოფიციალური დასკვნების თანახმად (ოფიციალურად საქმე ჯერ დახურული არ არის), პრემიერ-მინისტრი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოწამვლით გარდაიცვალა. შემთხვევა 2005 წლის 3 თებერვალს საბურთალოზე ერთ-ერთ ბინაში მოხდა. ჟვანიასთან ერთად იმავე ბინაში აღმოჩნდა ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილის რაულ უსუფოვის გვამი, რომელიც, არსებული ვერსიით, ასევე გაზით მოიწამლა. 

სივილ ჯორჯია

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC