კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თამარ რუხაძე „მეცხრე არხს“ ტოვებს

4 დეკემბერი, 2012

„მეცხრე არხიდან“ წასვლის გადაწყვეტილება არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, თამარ რუხაძემაც მიიღო. ამის შესახებ მან Media.Ge-სთან საუბრისას განაცხადა.

რუხაძის განმარტებით, ამის მიზეზია მასსა და არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ლუბა ელიაშვილს შორის  განსხვავებული შეხედულებები ახალი ამებების მომზადებასთან დაკავშირებით.

„ჩემთვის მიუღებელია ის, თუ რა წარმოდგენა და შეხედულება აქვს მას იმ საქმეზე, რასაც მე ვაკეთებ. რომელი შეხედულებაა სწორი, ამაზე არ ვსაუბრობ. უბრალოდ, ვამბობ, რა არის ჩემთვის მიუღებელი“, - ამბობს რუხაძე და აკონკრეტებს, რომ ელიაშვილის შეხედულებები 29 ნოემბრის გადაცემა  „პოლიტმეტრში“ გამოჩნდა, სადაც „ჩანდა, რომ ის ვერ ხედავდა სხვაობას ჟურნალისტიკასა და მერძევეობას შორის“.

რუხაძესთან ერთად „მეცხრე არხი“ დატოვა გენერალური დირექტორის მრჩეველმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში, ირინა თევდორაშვილმაც. ის მიზეზებზე არ საუბრობს.

არხი ასევე დატოვა დილის გადაცემის ჯგუფმა, ასევე გადაცემა „კონსილიუმის“ წამყვანმა და გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ მაღლაფერიძემ და თავად გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბექაური შესაძლოა, კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელად დაინიშნოს, მაგრამ ამ ინფორმაციის გადამოწმებას Media.Ge ვერ ახერხებს.

თამარ ფარადაშვილი, Media.ge

ახალი ამბები