კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ჭანტურიამ გადადგომის მიზეზად დასახული გეგმის შეუსრულებლობა დაასახელა

14 დეკემბერი, 2012
Media.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გიორგი ჭანტურიას განცხადება გენერალური დირექტორის პოსტიდან გადადგომის შესახებ უმრავლესობის თანხმობით დააკმაყოფილა. ჭანტურიამ ამ საკითხზე კომენტარი ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. მან წასვლის მიზეზად იმ გეგმის შეუსრულებლობა დაასახელა, რაც ტელეკომპანიაში მოსვლისას დაისახა.

„გეგმა არ იყო იმ ვადებში და ისე განხორციელებული, როგორც ეს იყო დაგეგმილი. როცა ადამიანი ესეთ გეგმებს, თუნდაც ნაწილობრივ ვერ ასრულებს სწორი გადაწყვეტილებაა, დაუთმო შენი ადგილი სხვას“, - განაცხადა ჭანტურიამ.

მისი თქმით, გეგმის მხიედვით მაუწყებელში უნდა ჩამოყალიბებულიყო ახალი სტრუქტურა, თუმცა მან "ვერ აუწყო ფეხი მის მიერ დასახულ გეგმას". გიორგი ჭანტურიამ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ არის რაღაცები, რასაც სხვა მასზე უკეთ ვერ გააკეთებდა, თუმცა ასევე არის საკითხები, რაც შესაძლოა ახალმა დირექტორმა უკეთ გააკეთოს და ტელევიზიის განვითარებას უკეთ შეუწყოს ხელი.

„3 წელიწადზე მეტია, ამ არხს ვხელმძღვანელობ. მაუწყებელმა ნამდვილად წინ წაიწია. ეს არის ერთადერთი მაუწყებელი, რომელმაც წინა და ეხლანდელ არჩევნებში საზოგადოებას მისცა საშუალება ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინა. ჩემი მოსვლისთანავე დაიწყო მუშაობა 6 წლიან გეგმაზე, რომლის მხიედვითაც უნდა განვითარებულიყო არხი, საკმაოდ საინტერესო გეგმა, რომელიც ევროპის მაუწყებელთან იყო შეთანხმებული“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა.

ჭანტურიამ მაუწყებლის ფინასნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მან შეასრულა მისი ვალდებულება და წასვლამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიაწოდა 2013 წლის ბიუჯეტის გეგმა, რომელიც ჭანტურიას თქმით, სრულყოფილია.

„რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს შემოწმებას, სამინსიტრომ იანვრის ბოლოს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოახდენენ თუ არა გარკვეული დავალიანებების რესტრუქტურიზაციას. ეს ჩვეულებრივი და ბუნებრივი პროცესია“, - აღნიშნა ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს 2012 წლის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარის ფინანსური ვალდებულება აქვს - ევროპის მაუწყებელთა კავშირისთვის რესტრუქტურიზებული დავალიანების მეორე ტრანშის გადახდა 758 ათას 820 ევროს ოდენობით, რაც გადასახადების ჩათვლით 2,2 მილიონ ლარს შეადგენს; ასევე - მიმდინარე გადასახდელების დაფინანსება (ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ტექნიკური აღჭურვის პროექტზე დაგროვილი დავალიანებების და 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული ეგზიტ-პოლების და სხვა გაუთვალისწინებელი, აუცილებელი ხარჯები).

ჭანტურიას თქმით, სამეურვეო საბჭოსთან მისი მოვალეობის შემსრულებლად რეკომენდაცია მაუწყებლის ტექნიკურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილს გაუწია.

„გიორგი ბავშვობიდან აქ მუშაობს. დარწმუნებული ვარ ამ ერთი თვის მანძილზე საკმაოდ ღირსეულად გაუძღვება მაუწყებლის შეუფერხებლად მუშაობას. ერთი თვის შემდეგ სამეურვეო საბჭო აირჩევს ახალ ხელმძღვანელს“, - განაცხადა ჭანტურიამ.

„მაუწყებლობის შესახებ" კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით ნიშნავს. გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსის ჩატარება და გენერალური დირექტორის დანიშვნა უნდა განხორციელდეს ვაკანსიის წარმოშობიდან 1 თვის ვადაში.

გიორგი ჭანტურია 2008 წელს ჯერ საზოაგდოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი დირექტორად დაინიშნა. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“, რადიო 105-თან. იყო პირველი ქართული პოლიტიკურ-ანიმაციური სერიალის „დარდუბალას“ ერთ-ერთი ავტორი, სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი, სტუდია „ვაშას“ დამფუძნებელი, ასევე თანამშრომლობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან. ამავე წლებში საქართველოს „პირველ არხზე“ იყო პროექტ „მუსიკალური ოქტაგონის“ ერთერთი წამყვანი. 

ახალი ამბები