20:36, Thursday, 21.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგში ჟურნალისტები ვეღარ ჩაერთვებიან

26.12.2012

მაია წიკლაური, Media.ge

2013 წლის 1 იანვარს სასჯელაღსრულების სისტემების ე.წ. მონიტორინგის ჯგუფს მოქმედების ვადა ეწურება. გარდა ამისა, თუკი მონიტორინგის ჯგუფმა მუშაობა გააგრძელა, ამ ჯგუფში სხვადასხვა ორგანიზაციების გადაწყვეტილებით ჟურნალისტები და მოქმედი ადვოკატები ვერ მოხვდებიან.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ვებ-გვერდზე ატვირთულია განცხადება, რომლის მიხედვითაც მონიტორინგის ჯგუფის 51 წევრს, რომელთა შორის ჟურნალისტებიც არიან, მოქმედების ვადა 31 იანვრამდე აქვს. ასეთივე ინფორმაცია ჰქონდათ ჯგუფის წევრებს დღემდე და იგივეს ადასტურებენ სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი გიორგი ტუღუში და მისი მრჩეველი გიორგი მშვენიერაძე.

სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობაში კი განმარტავენ, რომ არსებობს გიორგი ტუღუშის 149-ე ბრძანება, რომლითაც ე.წ. მონიტორინგის  ჯგუფის წევრებს მოქმედების ვადა 2013 წლის 1 იანვარს ეწურებათ.

„ჩვენი სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის განმარტებით რამდენიმე სამუშაო ვარიანტი იყო. იყო ის ვარიანტიც, რომ ყოფილიყო იანვრის ბოლომდე, თუმცა საბოლოო ვარიანტი, რაზეც შეჯერდნენ, იყო 1 იანვრამდე. ეს აისახა კიდეც მინისტრის მაშნდელ ბრძანებაში, რომელიც არის ერთადერთი სამართლებრივი წყარო ამ ჯგუფის ფუნქციონირებისათვის“, - ამბობს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე სოფიო ჯაფარიძე.

მისი თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა სასჯელაღსარულების სისტემაში მონიტორინგის გაგრძელების შესახებ - ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმის შექმნის გზით. თუმცა ამ მექანიზმის ფარგლებში ჟურნალისტები სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.  

ამ საკითხზე 22-23 დეკემბერს სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების ფონდის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომელსაც საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდა იუსირტთა ასოციაციის წარმოამდგენლები.

შეხვედრაზე შემდეგი საკითხები განიხილეს: როგორი უნდა იყოს ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმის ორგანიზაციული სტრუქტურა, ვის დაქვემდებარებაში უნდა იყოს,  კონკრეტულად ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა, რა კრიტერიუმების დაცვით უნდა მოხდეს მონიტორინგის მონაწილე პირების არჩევა, როგორი უნდა იყოს ანგარიშვალდებულების მომენტი და ა.შ.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჟურნალისტები და მოქმედი ადვოკატები ამ პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. გადაწყვეტილება შეხვედრის მონაწილეებმა კენჭისყრის საფუძველზე, რომელსაც ფორმალური მნიშვენლობა აქვს, უმრავლესობით მიიღეს.  

„მიზეზად ითქვა ის, რომ ჟურნალისტს ექმნება გარკვეული პროფესიული დაინტერესება. ის ყოველთვის შეეცდება იქნება გამოიტანოს სიახლე და ეს გააშუქოს. ეს პროცესი მეტად ორიენტირებული იქნება სკანდალის შექმნაზე, უხეშად რომ ვთქვათ, და არა იმაზე, რომ რეალურად რაღაც სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია სამინისტროს მიაწოდონ და მას შემდეგ რეაგირების მოხდენის საშალება მისცენ“, - განაცხადა სოფიო ჯაფარიძემ.

თუმცა Media.Ge-სთან ინტერვიუში ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა, რომელიც ჯერ კიდევ მონიტორინგის ჯგუფის წევრია, აღნიშნა, რომ მას არასდროს უსარგებლია უპირატესობით და არ გამოუტანია ექსკლუზივი სასჯელაღსრულების სისტემიდან.

„იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ჟურნალისტებმა ექსკლუზიური მასალა გამოიტანეს ციხეებიდან. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, პირადად მე სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვაქვეყნებდი ინფორმაციას სხვადასხვა სამართალდარღვევის, ან პატიმრის მდგომარეობის შესახებ. ყველაზე აქტიურები მონიტორინგის პროცესში ჟურნალისტები ვიყავით. ვაწვდიდით ინფორმაციას, სამინისტროს, დეპარტამენტს, ან ვესაუბრებოდით თავად დაწესებულების წარმომადგენლებს და ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა“, - ამბობს გელა მთივლიშვილი.

მისი თქმით, ის და სხვა ჟურნალისტებიც თანახმა იყვნენ, რომ მონიტორინგის ჯგუფის წევრებისათვის კონკრეტული წესები და ვალდებულებები განესაზღვრათ. თუმცა სამწუხაროდ, სამინისტრომ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს საკითხი არ განიხილეს. Media.Ge-მ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმოამდგენლისგან ამ საკითხზე ინფორმაციის მიღება ჯერ ვერ მოახერხა.

ე.წ. მონიტორინგის ჯგუფი 2012 წლის სექტემბერში მას შემდეგ შეიქმნა, რაც მედიასაშუალებებით ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი კადრები გავრცელდა.

სოფიო ჯაფარიძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად შეთანხმდნენ, რომ ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმში მოხვდება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული პირთა წრე, რომლის დაკომპლექტებაშიც მინისტრს ან საკოორდინაციო საბჭო დაეხმარება, ან სახალხო დამცველი, რომელიც სხვადასხვა კანდიდატებს რეკომენდაციებს გაუწევს.  

„ამ ორიდან რომელი დარჩება საბოლოოდ, ჯერ არ გადაგვიწყვეტია“, - ამბობს ჯაფარიძე.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC