კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარნეულს გამგებლის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს

15 იანვარი, 2013

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

მარნეულის საკრებულომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად „ქართული ოცნების“  წევრი პაატა აბრამიშვილი დანიშნა.

humanrights.ge  მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებზე დეკემბრის მიწურულსაც წერდა. მაშინ, ჩვენთან საუბარში, რაიონის გამგებელი ზაზა დეკანოიძე ამბობდა, რომ მზადაა დატოვოს თანამდებობდა, თუკი „ქართული ოცნების“  მარნეულში მოქმედი ოფისი გამგებლობის ერთ კანდიდატზე  შეთანხმდება. ეს გადაწყვეტილება დეკანოიძემ გამგეობის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.

გამგებლის მოვალობის შემსრულებლის თანამდებობაზე ახლადარჩეული აბრამიშვილი კი, ოთხმოციან წლებში მარნეულის შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმში ოცმეთაურად მუშაობდა. 2001 წლიდან კი, მისი კარიერა  ,,ქართუ ჯგუფს“ დაუკვაშირდა. ის ,,ელიტაბურჯის“ ერთ-ერთი პროექტის მენეჯერიც იყო.

რაც შეეხება მის „ქართულ ოცნებასთან“ კავშირს, როგორც თავად ამბობს, ის კოალიციის მარნეულის მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში იყო.

მუნიციპალიტეტში კი, აბრამიშვილის კარიერაზე მეტად ის აინტერესებთ, თუ რომელი თანამშრომლის კარიერა დასრულდება გამგეობაში, აბრამიშვილის მოსვლით. ,,მე არ ვაპირებ სპეციალისტების მასობრივ გაშვებას. ეს სიგიჟე იქნება,  მე ხომ არ მინდა ყველაფერი თავზე დამემხოს. აქ საქმეა გასაკეთებელი. ყველა თანამშრომლის საკითხი გადაიხედება და ვინც პირნათლად მუშაობს და კარგი სპეციალისტია, მას არ გავუშვებთ“. - ამბობს აბრამიშვილი.

არაოფიციალური ინფორმაციით კი, აბრამიშვილმა მარნეულის გამგეობის სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებს განუცხადა,  რომ მათი სამსახურიდან გაშვება მოუწევს. ,, ახალმა გამგებელმა მათ აუხსნა, რომ ეს არის ზემოდან წამოსული დავალება“ - ამბობს ჩვენი ერთ-ერთი წყარო. ამ ინფორმაციას თავად გამგებლის მოვალობის შემსრულებელი უარყოფს.

სამსახურის ხელმძღვანელების შესაძლო დათხოვნის ინფორმაციას არ გვიდასტურებს, თუმცა ვერც კატეგორიულად უარყოფს მარნეულის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ თავჯდომარე, გიორგი შუკაკიძე. ,,პირადად არ მომისმენია ეს განცხადება აბრამიშვილისგან, თუმცა ასეთი საუბრები თანამშრონლებისგან მესმის. რაც შეეხება გამგებლის და საკრებულოს მუშაობას, ამ ეტაპზე პრობლემები არ არის. ჩვენ მზად ვართ მასთან თანამშრომლობისთვის და ყველა კარგი საქმის გაკეთებაში დავეხმარებით. რაც შეეხება სპეციალისტების გაშვებას, მე რამდენადაც ვიცი, ეს არ იგეგმება, მაგრამ თუ ასე მოხდება,  გარწმუნებთ,  ამაზე მკაცრი  რეაქცია გვექნება“. - ამბობს, შუკაკიძე.

პირველი კადრი კი, რომელმაც მარნეულის გამგეობა უკვე დატოვა, ალექსანდრე მეტრეველია. ის გამგებლის მოადგილე იყო. რაიონში ერთ-ერთ საუკეთესო ფინანსისტად ცნობილმა მეტრეველმა თანამდებობიდან წასვლაზე განცხადება თავად  დაწერა.

ახალი ამბები