მუხროვანის ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ირაკლი თოფურიძე დღეს დილით გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ განუცხადა.
„დღეს, 15 იანვარს, გარდაიცვალა პოლიტპატიმარი ირაკლი თოფურიძე, რომელიც 13 იანვარს გათავისუფლდა. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ფაქტობრივად, მიცვალებული გამოიყვანეს, იმდენად არაადამიანურ პირობებში უწევდა იქ ყოფნა", - განაცხადა კაკაბაძემ.
მისივე შეფასებით, ციხეებში აქამდე არსებულ ვითარებაზე პასუხი უპირველესად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უნდა აგოს, რათა ვერ მოახერხა ყოფილიყო ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი.
13 იანვარს პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მქონე 190 პირი ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე გათავისუფლდა.
ინტერპრესნიუსი