კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების აკრძალვის საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის

18 იანვარი, 2013

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი  17 იანვარს, პრესკონფერენციაზე, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების აკრძალვის საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ tabula.ge იუწყება.

 „იცით, რომ საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა მასალები, რომელიც შეიცავს კერძო მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს.  8 წელის განმავლობაში, ჩემი მთავრობის დროს, ოფიციალური ორგანოების მიერ გავრცელებული ერთი ფაქტი მაინც მითხარით, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების შემცველ მასალებს შეიცავდა. ამას მე ძალიან მკაცრად ვაკონტროლებდი, ესაა ჩემთვის ძალიან პრინციპული და მტკივნეული საკითხი. ამიტომ, შემომაქვს კანონპროექტი, რომლითაც აიკრძალება და სისხლისსამართლებრივად დაისჯება ასეთი მასალების გავრცელება. თუ სახელმწიფო ორგანოებს ასეთი მასალა ჩაუვარდებათ, ის უნდა განადგურდეს", - მოყავს tabula.ge-ს პრეზიდენტის სიტყვები.

სააკაშვილის  განცხადებით, რომელსაც „ტაბულა“ აქვეყნებს, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას „ბევრი ცუდი რეჟიმი ცდილობს“ და შემდეგ აქვეყნებს მას ინტერნეტის მეშვეობით. თუმცა, მისი თქმით, იგი არ იცნობს მსოფლიოს არცერთ პროკურატურას თუ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც მსგავსი ტიპის მასალას ოფიციალურად ავრცელებს.  „საქართველოს პროკურატურამ მოხსნა ყველა რეკორდი არა-ცივილიზებულობის და ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება - სრულიად ამორალური და დასაგმობი საქციელი. ესაა ის, რასაც რუსი ოლიგარქები და რუსულ ოლიგარქებზე გაზრდილი ადამიანები სწავლობდნენ რუსეთში, რაც ისწავლეს, იმას აკეთებდნენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ტელეკომპანია კავკასიის ჟურნალისტის კითხვას, რომელი უფრო მეტი დანაშაულია - პირადი ცხოვრების შემცველი მასალების მოგროვება, შემდგომი შანტაჟის მიზნით, თუ მათი გამოქვეყნება - პრეზიდენტმა უპასუხა, რომ "მასალების შეგროვება უკანონობაა, მაგრამ გავრცელებაც დანაშაულია. ამიტომ ვიღებთ ამ კანონს, რომ ეს მომავალში საერთოდ გამოირიცხოს". 

Media.Ge-შენიშვნა: ხსენებული ვიდეოკადრების გავრცელება მთელმა რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს, მათ შორის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, საიამ, მედიის განვითარების ფონდმა,  "ლგბტ საქართველომ", "კონსიტუციის 42-ე მუხლმა". ფაქტს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა

media.ge

ახალი ამბები