კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიზნესმენი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვს

21 იანვარი, 2013

აჭარის პროკურატურას ბიზნესმენმა სერგო ბერიძემ  ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვვრის მოთხოვნით მიმართა. ბერიძეს იმ ქონების დაბრუნება სურს, რომელიც, მისივე თქმით, მერაბიშვილმა წაართვა. ბერიძე მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს.

სერგო ბერიძეს, ბათუმის გარეუბანში, ახალსოფლის ტერიტორიაზე 13 000 ჰექტარი მიწის ფართობი 49 წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული. აღნიშნულ ფართობზე მას სამკერვალო ფაბრიკა, ბენზინგასამართი სადგური, ავტოსადგომი და ამ სამუშაოებზე  დასაქმებული 250-მდე თანამშრომლისთვის, სასადილო ჰქონდა მოწყობილი.

„მერაბიშვილის მეგობრები დამიკავშირდნენ და თბილისში ჩასვლა მთხოვეს. ლუხუმი კაპანაძეს შევხდი, რომელმაც მითხრა, რომ ჩემს ტერიტორიაზე საბითუმო ბაზრის გახსნას აპირებდა და რომ ეს მერაბიშვილის დავალება იყო. ასევე დამპირდა რომ ჩემს ჩადებულ თანხას გადამიხდიდა და ბაზრის დირექტორად დამნიშნავდა. რადგანაც საქმეში მერაბიშვილი მისი ახლობლები იყვნენ, რა უნდა მექნა?! დავთანხმდი“ - აცხადებს სერგო ბერიძე.

მიღწეული შეთანხმების შემდეგ, სერგო ბერიძემ დაპირებული თანხა ვერ მიიღო. როგორც ბერიძე აცხადებს მას 2 მილიონი ლარის ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული, თუმცა სანაცვლოდ, მხოლოდ 85 000 ლარი მიიღო.

დაპირებული ფულის რამდენჯერმე მოთხოვნის შედეგად კი,  2007 წლის 13 ივლისს, ის თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.  ბერიძემ  ციხეში ოთხწელიწად-ნახევარი გაატარა.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები