ქუთაისში „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული ორგანიზაცია 21 იანვარს დააფუძნა. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მანანა მიქაძე აირჩიეს.
„ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამიტომ სიმბოლურია, რომ პარტიის საქალაქო ორგანიზაციების დაფუძნება სწორედ ქუთაისიდან დავიწყეთ", - განცხადება პატია "ქართული ოცნების" დახურულ კონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 16 თებერვალს ეროვნული ყრილობა გაიმართება, რომელზეც დელეგატებს აირჩევენ.
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი