კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეს მიუბრუნდა

14 მარტი, 2013

www.media.ge

საქართველოს პროკურატურამ დაიწყო ჟურნალისტების ინდივიდუალური საჩივრების   ხელახლა შესწავლა,  2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის ფაქტთან დაკავშირებით.

იმდროინდელი მოვლენების თვითმხილველმა და ერთ-ერთმა მომჩივანმა ჯონი კალანდაძემ, „ტელეიმედის“ საინფორმაციო პროგრამის მთავარმა პროდიუსერმა,   Media.Ge-ს აცნობა,  რომ  ის გასულ კვირას უკვე იმყოფებოდა პროკურატურაში. 

„გამომძიებელს 2007 წლის ნოემბერში „ტელეიმედში“ მომხდარ ამბებზე ვესაუბრე, თავად მიმიწვიეს, თუმცა დაზარალებულის თუ მოწმის სტატუსტით-ვერ გეტყვით“, უთხრა Media.Ge-ს ჯონი კალანდაძემ, რომელმაც დააზუსტა, რომ პროკურატურა 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს სწავლობს,  „ტელეიმედის“ საკითხი ცალკე ფრაგმენტად არის გამოყოფილი.

2007 წლის 7 ნოემბერს, ოპოზიციის მრავალდღიანი საპროტესტო აქცია, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით,  პოლიციის სპეცრაზმის მიერ განხორციელებული დარბევით დასრულდა. დაზარალდნენ ჟურნალისტებიც, რომლებიც პროტესტანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებებს აშუქებდნენ. იმავე დღეს სპეცრაზმი ტელეკომპანია "იმედში" შეიჭრა და იქაურობა დაარბია, დააზიანა აპარატურა. ჟურნალისტებს ჩამოართვეს მობილური ტელეფონები და შენობა დაატოვებინეს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის მაუწყებლობა შეწყდა და მხოლოდ იმავე წლის 26 დეკემბერს აღდგა. იმ დროს ტელეკომპანია აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის, საკუთრებაში იყო. ის  ოპოზიციას ღიად ემხრობოდა და,  ხელისუფლების მტკიცებით, საპროტესტო აქციებს აფინანსებდა.

„ტელეიმედიდან " წამოსულმა ჟურნალისტებმა მათი  ფუნდამენტური უფლებების დარღვევა პროკურატურაში კოლექტიურად გაასაჩივრეს,  მოითხოვეს რა მორალური და მატერუალური კონპენსაცია. ჟურნალისტების საჩივარს არსებითი რეაგირება  არ მოჰყოლია, მოგვიანებით, ტელეიმედის "  ყოფილმა თანამშრომლებმა, 12-მა ადამიანმა,  პროკურატურას განმეორებით, ამჯერად,  ინდივიდუალურად მიმართა. ამის შემდეგ, 2010 წელს, უფლებადამცველი ორგანიზაცია   "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" დახმარებით,  ჟურნალისტებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართეს, სასამართლომ საქმე „გიორგი ახვლედიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“  წარმოებაში მიიღო, ჟურნალისტების საქმის შესწავლა დღემდე მიმდინარეობს.

ჯონი კალანდაძემ Media.Ge-ს უთხრა, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქმის დაძვრის შემთხვევაში, მოპასუხედ საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ, იუსტიციის სამინისტრო გამოვა, მაგრამ მას დღევანდელი ხელისუფლების მიმართ პრეტენზია არ აქვს.

კალანდაძემ დასძინა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მათი საქმით დაინტერესდა,  ამ საკითხზე მასთან  საუბარიც გაიმართა.

ჟურნალისტის აზრით, დღევანდელი ხელისუფლება, რამდენადაც მას  2007 წლის მოვლენებთან კავშირი არ აქვს, სტრასბურგის სასამართლოში მოპასუხე მხარე ვერ იქნება.

მერაბ მეტრეველმა, „ტელეიმედის“  კიდევ ერთმა ყოფილმა ჟურნალისტმა, რომელმაც ასევე ინდივიდუალურად იჩივლა,  Media.Ge-ს უთხრა, რომ პროკურატურიდან მასაც დაუკავშირდნენ.

„როგორც ჩანს, ყველა იმ ადამიანს გვიკავშირდებიან, ვისი საჩივარიც დღემდე პროკურატურაში დევს“, თქვა მერაბ მეტრეველმა.

ახალი ამბები