კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩო ახალაია სასამართლო სხდომებს კვლავ დაესწრება

18 აპრილი, 2013
 
სალომე აჩბა, სალომე ჩხეიძე

ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე ახალიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მოსამართლეს შემდეგომი განხილვების დროს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროცესზე დაეშვა. ველიჯანაშვილმა მოსამართლეს წარუდგინა  ბაჩო ახალაიას მიერ დაწერილი განცხადებაც, სადაც იგი ითხოვდა პროცესზე დასწრებას. 

ახალაია წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი დარახველიძემ მოსამართლის მითითების დაუმროჩილებლობისა და ბრალდების მხარესთან კამათის გამო გააძევეს. მოსამართლემ ახალაიას განუმარტა, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა და თუკი ასე გააგრძელებდა, დარბაზიდან გააძევებდა. ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, რის შემდეგაც, დარბაზი დაატოვებინეს.

18 აპრილის სასამართლო პროცესზე, ველიჯანაშვილის შუამდგომლობას, რომელიც ბაჩო ახალაიასთვის სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლების მიცემას ეხებოდა, დაეთანხმნენ  ბრალდებულები, მათი ადვოკატები და ბრალდების მხარეც.  მოსამართლემ განმარტა, რომ ბრალდებული დარბაზიდან წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემლობის გამო გააძევა.  ამასთანავე, მან განმარტა, რომ თუკი მომავალში განმეორდებოდა ახალაიას მხრიდან წესრიგის დარღვევის ფაქტი, მას კვლავ გააძევებდა სასამართლო დარბაზიდან. 

მოსამართლის მიერ, შუამდგომლობის დაკმაყოფილების მიუხედავად, საბადრაგო სამსახურმა ახალაიას სასამართლო სხდომაზე  დღესვე ეტაპირება ტექნიკურად ვერ უზრუნველყო, რის გამოც სასამართლო 29 აპრილისთვის გადაიდო. 

ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულ ახალაიას გარეშე პროცესის გაგრძელება პროცესუალურ დარღვევად ითვლება, შესაბამისად, ადვოკატები დაეთანხმნენ პროცესის გადადებას.

ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს, ზურაბ შამათავას, გაგა მკურნალიძეს და მათთან ერთად ბრალდებულ კიდევ 4 პირს, ამ საქმეში  ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წამების ორგანიზებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გდამეტებაში.

გარდა ამ საქმისა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიმართ კიდევ ერთი საქმეა აღძრული. მეორე საქმეც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ეხება. ეს საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე უკვე გადაეცა და პროცესი 30 აპრილს გაიმართება.  ახალაიას ინტერესებს ამ საქმეშიც მალხაზ ველიჯანაშვილი იცავს. მან 17 აპრილის სასამართლო სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა, ახალაიასთვის აღკვეთი ღონისძიების  - პატიმრების გირაოთი შეცვლის შესახებ. თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ არ დააკმაყოფილა. 

„ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სხვა საქმეებიც  არის აღძრული და ეს არის მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით მისჯილი რიგით მეოთხე პატიმრობა.  რა საჭიროა, კიდევ ერთი პატიმრობა, როცა მის წინააღმდეგ, სხვა საქმეებში უკვე მისჯილია წინასწარი პატიმრობა?!“ - აღნიშნა დაცვის მხარის ადვოკატმა.

ბრალდების მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა:

„ის რომ ახალაიას სხვა საქმეში წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი და არ არის საჭირო ამ საქმეშიც მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება, სუსტი არგუმენტია, რადგან შესაძლოა, იმ დანარჩენ საქმეებში ბრალდებული გამართლდეს და თუკი მას ამ საქმეში არ ექნება აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მისჯილი, თავისუფალი იქნება. გარდა ამისა, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ახალაიამ, თუკი ის წინასწარ პატიმრობაში არ იქნება, გამოიყენოს თავისი კონტაქტები და გავლენა და ზეწოლა მოახდინოს მოწმეზე.“ - განაცხადა პროკურორმა. 

მოსამართლის განცხადებით, არსებობს სერიოზული საფუძველი და ეჭვი იმისა, რომ ბაჩანა ახალაიამ შესაძლოა მართლაც მოახდინოს მოწმეებზე ზემოქმედება, რაც ხელს შეუშლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. ამ არგუმენტით, მოსამართლე ხუჯაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა დატოვა. 

ახალი ამბები