კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება 1 მაისს მომხდარ ინციდენტზე

2 მაისი, 2013

ჟურნალისტური ეთიკის ქარტის შეშფოთებულია 1  მაისს,  რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტით, რომლის დროსაც აქციის ორგანიზატორებთან ერთად სამართალდამცველებმა ჟურნალისტებიც დააკავეს, დაკავებულები არიან ტელეკომპანია მეცხრე არხის რეპორტიორი ზვიად ხუჯაძე  და ჟურნალ ლიბერალის ჟურნალისტი ანი ჭანკოტაძე.

ორივე მედიასაშუალება აცხადებს, რომ მათი თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, და ორივე მათგანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დაკავებისას განუმარტა, რომ ისინი ჟურნალისტები იყვნენ. რუსთაველის გამზირზე ინციდენტის დროს მყოფი ჟურნალისტები სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზეც საუბრობენ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, არ შეუშალონ ხელი მედიის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში და დროულად განუმარტონ საზოგადოებას, რა სამართლებრივი საფუძველი ედო ჟურნალისტების დაკავებას. ქარტია იმედს გამოთქვამს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს დაკავებულ ჟურნალისტებს და მოუწოდებს სამართალდამცველებს შეისწავლონ პოლიციელთა მხრიდან მედიის წარმომადგენელთა უფლების დარღვევის შესაძლო ფაქტები.

Media.ge

ახალი ამბები