კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"მაუწყებლობის შესახებ კანონის მიღებით დაიწყო პოლიტიკური შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე", - აკაკი მინაშვილი

3 ივნისი, 2013
 
თათა კაჭკაჭიშვილი. ქუთაისი

84 მომხრე და 4 წინააღმდეგი - ხმათა ამ რაოდენობით 31 მაისს საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. საპარლამენტო სესიაზე  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები და დამატებები და მისი თანამდეევი კანონპროექტები მესამე მოსმენით განიხილეს. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვისას მხოლოდ სარედაქციო ცვლილებებსა და ტექნიკურ შესწორებებზე ისაუბრეს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის აკაკი მინაშვილის აზრით, ამ კანონის მიღებით დაიწყო პოლიტიკური შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე.

„პოლიტიკური დევნის გარდა შეტევა დაწყებულია დამოუკიდებელ მედიაზე და ამის მიზანია არ არსებობდეს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები“, - აღნიშნა მინაშვილმა.

კანონპროექტის მიღებამდე განცხადება გააკეთა უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმაც, რომელმაც უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა კანონპროექტის მიმართ. თაქთაქიშვილის  თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას საბოლოოდ დაესვა წერტილი. 

უმრავლესობის წევრის ელისო ჩაფიძის განცხადებით, დამტკიცებული კანონპროექტის მიზანია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობის ხარისხი. 

"ეს ჩემი პირველი საკანონმდებლო წინადადებაა და დაინტერესებული ვარ, თუ რამდენად დემოკრატიულად იმუშავებენ მაუწყებლები და რეალურად მისცემს მათ ამის საშუალებას კანონი, რადგან თავად 17 წლის მანძილზე ჟურნალისტად ვმუშაობდი", - აღნიშნა ჩაფიძემ. 

კანონის მიხედვით,  "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრთა ოდენობა მცირდება 15-დან 9-მდე. ამასთან  სამეურვეო საბჭოს ორ წევრს სახალხო დამცველი წარადგენს, სამს - საპარლამენტო უმრავლესობა, სამს - უმრავლესობის გარეთ დარჩენილი წევრები,  ხოლო ერთი წევრი აჭარის უმაღლესი საბჭოს წარდგენით იქნება არჩეული.  სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეარჩევს პარლამენტთან არსებული საკონკურსო კომისია, საიდანაც ზემოთ აღნიშნული ქვოტების მიხედვით მოხდება კანდიდატების არჩევა და მათი წარდგენა პარლამენტის წინაშე. პარლამენტი თითოეულ მეურვეს სიითი შემადგებლობის უმრავლესობით დაამტკიცებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი უმრავლესობით ვერ მოხდება წარდგენილი კანდიდატის არჩევა, 10 დღის ვადაში პარლამენტს წარედგინება ახალი კანდიდატურა და მეურვედ არჩეული იქნება ის, ვინც მეტ ხმას, მაგრამ არანკლებ პარლამენტის შემადგენლობის 1/3-ის თანხმობას მიიღებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგებლობა 2014 წლის 1 იანვრიდან შეიცვლება სრულად, მანამდე საბჭოს ამ დროისთვის არსებული შემადგენლობა გააგრძელებს ფუნქციონირებას. სამეურვეო საბჭოს წევრები 6 წლის ვადით აირჩევიან.

„მაუწყებლოსბის შესახებ“ კანონით ფორმირდება აჭარის ტელე-რადიო კომპანია და იგი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით - „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" სახელით ჩამოყალიბდება,

„აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლს“  ეყოლება მრჩეველთა საბჭო და იგი "საზოგადოებრივი მაუწყებლის"  ბიუჯეტის 15 პროცენტით  დაფინანსდება. თავის მხრივ, იზრდება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დაფინანსების თანხა და ის სახელმწიფოს წინა წლის მნიშვნელოვანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 0.14%-ით განისაზღვრება.  

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში 2012 წლის დეკემბრიდან განიხილებოდა. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს Must Carry-ს პრინციპების ამოქმედებას და მაუწყებლების ფინანსურ გამჭივრვალობას.

ახალი ამბები