კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გვარამიას სასამართლოზე შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი დაიკითხა

3 ივნისი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესზე შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯამბულ ებანოიძე, 2012 წლის შემოდგომაზე „თელასში“ დაგეგმილი საგადასახადო შემოწმების შესახებ დაიკითხა.  მისი თქმით, შემოწმების ბრძანება მოგვიანებით გაუქმდა და კომპანიასთან საგადასახადო შეთანხმების პროცესი დაიწყო.  

ჯამბულ ებანოიძემ დაკითხვისას განაცხადა, რომ 2012 წლის სექტემბერში „თელასის“ შემოწმების მოთხოვნა მაშინდელი ფინანსთა მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურისგან წამოვიდა.  ებანოიძემ ბრძანება  აუდიტის დეპარტამენტს გადასცა და შესაბამის ჯგუფს სამუშაოს შესრულება დაევალა.

„ოქტომბრის დასაწყისში დამირეკა ხეთაგურმა და მითხრა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო არჩევნებში, მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ შეგვეწყვიტა „თელასის“ შემოწმება. ხეთაგურმა მითხრა, რომ „თელასი“ სენსიტიური კომპანიაა, ახალი მთავრობისთვის ჯობდა არ დაგვეტოვებინა პრობლემა და თვითონ ეზრუნათ „თელასთან“  ურთიერთობის დალაგებაზე.“ - აღნიშნა მოწმემ. 

ნიკა გვარამიამ ებანოიძეს წაუკითხა ამონარიდი ბრალდების შესახებ დადგენილებიდან და მისი შეფასება სთხოვა: „ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ მოიცავდა დღგ-ს, რადგან ის ქრთამისთვის იყო განკუთვნილი“.

წაკითხულ ეპიზოდში საუბარი იყო „თელასსა“ და L & M სერვისს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც „თელასმა“ კომპანიას 500 000 ლარი გადაურიცხა საკონსულტაციო მომსახურების ფასად.

ამონარიდის წაკითხვის შემდეგ მოწმემ სიცილი ვერ შეიკავა და შემდეგ განმარტა, რომ ასეთი პრაქტიკა არსებობს და ხელშეკრულებები ფორმდება დღგ-ს გათვალისწინებით, ან მის გარეშე და ეს კანონდარღვევას არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციისა და განათლების ყოფილ მინისტრ ნიკა გვარამიას და   ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს, ბრალად ქრთამის აღება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენება და უფლებამოსილების გადამეტება ედებათ.

როგორც შესავალ სიტყვის წარმოთქმისას ბრალდების მხარემ აღნიშნა, „თელასს“ გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნა და სახელმწიფოს რომ „თელასი“ ფინანსურად შეემოწმებინა, კომპანიას სახელმწიფოსთვის დაახლოებით 10 მილიონი ლარის გადახდა მოუწევდა, რასაც შესაძლოა კომპანიის გაკოტრება გამოეწვია. გამოძიების ინფორმაციით,  2012 წელს ხეთაგურმა „თელასის“ იმდროინდელი ხელმძღვანელისგან,  დევი კანდელაკისგან მიიღო შეთავაზება, რომ კომპანიასა და სახემწიფოს შორის არსებული ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად იგი 1 მილიონ ლარს მიიღებდა, ქრთამის აღების საქმეში ნიკა  გვარამიაც ჩაერთო. ფულის „გათეთრების“ მიზნით დაარსდა საკონსულტავიო ორგანიზაცია „L & M - სერვისი“, რომლის ანგარიშზეც „თელასისთვის“ გაწეული საკონსულტაციო მომსახურებისთვის თანხა ჩაირიცხა. 

ახალი ამბები