კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველმა დევნილთა შესახებ ანგარიში წარმოადგინა

6 ივნისი, 2013
 
თამთა  თვალავაძე

საქართველოს სახალხო დამცველმა   საზოგადოებას იძულებით გადაადგილებულ პირთა  უფლებრივი  მდგომარეობის  შესახებ ანგარიში წარუდგინა. ადეკვატური საცხოვრებლის არარსებობა, უმუშევრობა, ჯანდაცვაზე არასათანადო ხელმისაწვდომობა - ესაა იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული ის ძირითადი პრობლემები, რაზეც  უჩა ნანუაშვილი თავის ანგარიშში ამახვილებს ყურადღებას.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული,  მიუხედავად  გარკვეული პროგრესისა , დევნილთა  მდგომარეობა  კვლავ მძიმეა.  სახალხო დამცველის  ანგარიშის მიხედვით, პრობლემად რჩება, დევნილების ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფა -  არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის  რეკომენდაციის მიუხედავად,დანგრევის პირას მყოფი ობიექტებიდან იძულებით გადაადგილებულ პირები ჯერაც არ გაუსახლებიათ, კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროცესი კი, ჯერაც არ დაწყებულა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მოუგვარებელია  ისეთი საკითხები, რომლებიც  დევნილთა  პრობლემების გრძელვადიან გადაჭრას  ეხება -   დასაქმება, შემოსავლის  მომტანი საქმიანობა  და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.

სახალხო დამცველის ანგარიშში ხაზგასმულია,რომ იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით,  დიდ  გამოწვევად  რჩება სახელმწიფოს  მხრიდან სისტემური მიდგომის  ნაკლებობა.

„საქართველოს მთავრობამ არაერთხელ მოახდინა იმის  დეკლარირება, რომ აუცილებელია დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტა. არსებული საერთაშორისო  დოკუმენტების თანახმად, გრძელვადიანი გადაწყვეტა მაშინაა  მიღწეული,  როდესაც იძულებით  გადაადგილებულ პირებს აღარ  სჭირდებათ  ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებული კონკრეტული   დახმარება და  დაცვის  საშუალებები. სამწუხაროდ, საქართველოში დევნილთა პრობლემების  გრძელვადიანი  გადაჭრა ჯერ ისევ არ მომხდარა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

პრობლემის  გრძელვადიანი გადაჭრის მნიშვნელობაზე მიუთითებს ევროპის საბჭოს     საპარლამენტო  ასამბლეის  რეზოლუციაც:

„საქართველოს მთავრობამ  უნდა   განაგრძოს  ყველა  ძალისხმევის გამოყენება, რომ უზრუნველყოს  კერძო  სექტორში მცხოვრები დევნილების საჭიროებების დაკმაყოფილება, კოლექტიური განსახლების ობიექტების გარკვეული ნაწილის რეაბილიტაცია, ან დახურვა და ახალი ჩასახლებების პრივატიზაცია“, - აღნიშნულია რეზოლუციაში. 

სახალხო დამცველი, თავის ანგარიშში, სხვადასხვა  კატეგორიის  დევნილთა მხრიდან  შენობებში შეჭრისა და  ფართების დაკავების  პროცესსაც ეხმაურება, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით, უკანონო ხასიათს ატარებდა:

„ხელისუფლებამ უნდა დააკმაყოფილოს საკუთარი სახლებიდან იძულებით გადაადგილებული პირები საცხოვრებლით, რათა მათ აღარ დასჭირდეთ შენობებში ძალით შეჭრა და საკუთარი უფლებების დასაცავად პროტესტის უკიდურესი ზომების გამოყენება“ - აღნიშნულია ანგარიშში. 

რაც შეეხება, საზღვრისპირა  სოფლებში მცხოვრებთა  მდგომარეობას, ამ საკითხს ანგარიშში  ცალკე   თავი ეძღვნება. სახალხო  დამცველის   აპარატის  მონიტორინგის ჯგუფმა გორის მუნიციპალიტეტის  სასაზღვრო სოფლებში  დიცში, ერგნეთში, მერეთში,  გუგუთიანთკარისა  და სხვა სოფლებში იმუშავა. მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა, რომ  ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა და უმუშევრობის დონე კრიტიკულად  მაღალია. 

ანგარიშში ასევე  ხაგზასმულია  დევნილთა  პრობლემების  მოგვარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯებიც. ერთ-ერთ ასეთ წინგადადგმულ ნაბიჯად, სახალხო დამცველის აპარატს, დევნილთა შესახებ ახალ კანონზე  მუშაობის დაწყება  მიაჩნია, რადგან მოქმედი  კანონმდებლობით, დევნილის დეფინიცია  წინააღმდეგობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან და დღეს  არსებული კანონი  ვეღარ  პასუხობს თანამედროვე  რეალობას.

ახალი ამბები