კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შს სამინისტრომ სამალავებში ადამიანთა წამების ამსახველი ვიდეოფირები აღმოაჩინა

17 ივნისი, 2013
შს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შსს-მ 17 ივნისს  სამეგრელოში დიდი რაოდენობით იარაღთან, კავშირგაბმულობის საშუალებებთან  და ნარკოტიკებთან ერთად,    „პოლიციის თანამშრომლების მიერ   ადამიანების სასტიკი წამების,  მათზე სექსუალური  ძალადობის“ ამსახველი  ვიდეოფირებიც აღმოაჩინა. 

მათი შესწავლისთვის „ ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“, ნათქვამია შს სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებაში,  რომელსაც თან  ახლავს „დაფარული სამალავების“  ჩხრეკის ვიდეოკადრები,

სამართალდამცავთა განცხადებით, ასევე აღმოჩენილია  „წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა, სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში“.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მიწისქვეშა სამალავები მოწყობილია „ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით.“

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში  მმართველი  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შედეგად,  ხელისუფლებაში მოვიდა კოალიცია „ქართული ოცნება“, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ტელევიზიებმა გაავრცელეს გლდანის #8 საპყრობილეში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი და  საპყრობილეს ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ საიდუმლოდ გამოტანილი   კადრები, რომელმაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა აღიარებით, გადამწყვეტი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე.

ამ კადრების საფუძველზე ახალმა ხელისუფლებამ დააპატიმრა საპყრობილის ზედამხედველები, ასევე სასჯელაღსულების,  პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელი.

ჯარისკაცთა წამებაში ბრალდებულ ბაჩო ახალაიას, თავდაცვისა და შინაგან  საქმეთა ყოფილ მინისტრს, რომლის სასამართლო პროცესიც  ამჟამად მიმდინარეობს, ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

ახალი ამბები