07:49, Thursday, 28.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სირიელი და ეგვიპტელი ქრისტიანები კავკასიაში თავშესაფარს ეძებენ

29.07.2013

 
ნიკოლას კლეიტონი, www.globalpost.com

საქართველო და სომხეთი მიესალმებიან კოპტებს, რომლებიც ძალადობას და დისკრიმინაციას გაურბიან სამშობლოში, მაგრამ მათ საცხოვრებლად დამკვიდრება უჭირთ.

მას შემდეგ, რაც ეგვიპტის დიქტატორი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი დაამხეს, ედელი რთული დილემის წინაშეა: დატოვოს შედარებით იოლი ცხოვრება ეგვიპტეში, თუ დარჩეს და დისკრიმინაციის და ძალადობის საფრთხე შეიქმნას, როდესაც რელიგიურ და სექტანტურ ნიადაგზე დაძაბულობა მწვავდება.

სავიზო შეზღუდვების გამო, მას ბევრი არჩევანი არ აქვს, ამიტომ წარმატებული, საშუალო კლასის წარმომადგენელი კოპტელი ქრისტიანი და ორი შვილის მამა ამბობს, რომ ფიქრობს აიყაროს ოჯახთან ერთად და ყველაფერი ხელახლა დაიწყოს ნაკლებად პერსპექტიულ ქვეყანაში: პატარა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, სადაც განსხვავებული ენა, კულტურა და ნაცნობი კლიმატია.

„ეგვიპტეში შეერთებული შტატების ან ევროპის ვიზის მიღება რთულია“, ამბობს 50 წლის ედელი. „ჩვენ არ აგვირჩევია საქართველო, საქართველომ აგვირჩია“.

ის მარტო არ არის. ქრისტიანული უმცირესობა, როგორც ეგვიპტიდან, ასევე სირიიდან, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს – საქართველოს და სომხეთს – ძალადობისა და გაურკველობისგან თავშესაფრად აღიქვამენ.

არჩევანი არც ისეთი შემთხვევითია. თურქეთს, ირანს და რუსეთის დიდწილად მუსლიმანურ ჩრდილოეთ კავკასიას შორის მოქცეულ საქართველოსაც და სომხეთსაც უძველესი ქრისტიანული ტრადიციები აქვთ, რომელიც სათავეს იღებს მე-4 სუკუნიდან. მათი ეკლესიები მჭიდროდაა დაკავშირებული კოპტებთან და სხვა აღმოსავლელი ქრისტიანების კონფესიებთან.

საქართველომ წელს დაახლოებით 2000 ვიზა გასცა ეგვიპტელებზე (აქედან თითქმის ყველა კოპტელ ქრისტიანზე), შარშანდელ 22 ვიზასთან შედარებით, როგორც ეს Eurasianet-ს მთავრობის წარმომადგენლებმა უთხრეს. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 4.5 მილიონია, არსებული შეფასებებით, დღეს დაახლოებით 2500 ეგვიპტელი ცხოვრობს.

სომხეთმა „ახალი ალეპოს“ შექმნის შესახებაც კი განაცხადა. ეს არის საბინაო მშენებლობა ერევნის შემოგარენში, რომლითაც, არსებული ინფორმაციით, 600 სირიელი სომხის ოჯახია დაინტერესებული. 7000 სირიელმა სომეხმა უკვე გამოთქვა სომხეთში საცხოვრებლად გადასვლის სურვილი, როგორც ამას სომხეთის მთავრობა იუწყება, რომელიც შესაძლო ემიგრანტებში ქვეყნის უძრავი ეკონომიკისა და პოპულაციისთვის პოტენციურ ბიძგს ხედავს.

ედელი, რომელმაც გვთხოვა მისი გვარი არ გამოგვექვეყნებინა მისი ოჯახის წინააღმდეგ რეპრესიების შიშით, თქვა, რომ მართალია, მუბარაქის ხანგრძლივი მმართველობის პერიოდშიც ქრისტიანები დისკრიმინაციას განიცდიდნენ, მაგრამ „მუსლიმთა საძმოს“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 2012 წელს, ზეწოლა რელიგიურ უმცირესობებზე იზრდება, რამაც ეგვიპტის დაახლოებით 5 მილიონიდან 15 მილიონამდე კოპტს გამოსავლის ძიებისკენ უბიძგა.

ედელი, რომელიც კონსულტაციებს გადის საქართველოს დედაქალაქის (თბილისი) იურიდიულ საკონსულტაციო ოფისში, რომელიც ჩამოსულ არაბებს მასპინძლობს და ეგვიპტელი კოპტების მიერ რვა თვის წინ შეიქმნა, თავის შესაძლებლობებს დღემდე წონის.

მიუხედავად იმისა, რომ ის მხარს უჭერს ეგვიპტელი სამხედროების მიერ „მუსლიმთა საძმოს“ მთავრობის დამხობას ამ თვის დასაწყისში, მისი თქმით, ის შიშობს, რომ ისლამისტური ორგანიზაცია „ხელისუფლების მიღმა ისეთივე სახიფათო“ იქნება.

მართალია, მისი ერთი შვილი უნივერსიტეტში სწავლობს, ხოლო მეორე უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებს, თუმცა ის აცხადებს, რომ ეგვიპტის დატოვება გადაწყვეტილი აქვს. ორივეს სერიოზულად გაუჭირდება სწავლის დასრულება საქართველოში, სადაც სასწავლო პროგრამა ძალიან განსხვავებულია და ქართული ენის ცოდნას მოითხოვს.

თბილისის შემოგარენში, კიდევ ერთი კოპტი ემიგრანტი ეწევა სიგარეტს პატარა საერთო საცხოვრებლის ფოიეში. ეს საცხოვრებელი მან აპრილში გახსნა. მართალია, ის ამ წლის იანვარში ჩამოვიდა აქ მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად, თუმცა 39 წლის კაცმა, რომელიც აჰმედის სახელით გაგვეცნო, თქვა, რომ სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს, როგორც კი ამოიღებს $20000-ს, რომელიც საწარმოში დააბანდა.

მიუხედავად იმისა, რომ გადატრიალების შემდგომი გახანგრძლივებული კრიზისის ეშინია, აჰმედი ამბობს, რომ საფრთხე ქრისტიანული თემისთვის ეგვიპტეში შემცირდება და სხვა კოპტებიც გააფრთხილეს, რომ საქართველოში არ გაემგზავრნონ.

„საქართველო ლამაზი ქვეყანაა, კარგი ხალხით, მაგრამ ეს არ არის მოხერხებული ადგილი ბიზნესისთვის ან მუდმივად საცხოვრებლად“, თქვა მან.
დიდი ხნის სიღატაკე და უმუშევრობა, ემიგრანტების და მწარმოებლებისათვის ვითარებას ართულებს, გვიხსნის იგი.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს 2012 წლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე ოდნავ მაღალია ეგვიპტის $3,508-ზე, ქართველების 31% ივნისში ჩატარებულ კვლევაში ამბობს, რომ „უმუშევარია და სამსახურს ეძებს“.

ანალოგიური სიტუაციაა სომხეთშიც. როგორ ეგვიპტელი კოპტები, სირიელი სომხებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის სეკულარული მთავრობის დიდი ხნის მხარდამჭერები არიან. ბევრს ეშინია აჯანყებულების მხრიდან შურისძიების, სამოქალაქო ომის გახანგრძლივების ან ასადის დაცემის შემთხვევაში.

ერევანი კიდევ უფრო შორს წავიდა და სირიაში, თავის საკონსულოში, სომხური წარმოშობის სირიელებს პასპორტები შესთავაზა. მაგრამ რიჩარდ გირაგოსიანი, ერევანში არსებული რეგიონულიი უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ სომხეთის ეკონომიკის უძრაობისა და აქ გაბატონებული კორუფციის გამო, ეს ქვეყანა არ არის მიმზიდველი ადგილი მისი დიდი დიასპორისათვის მსოფლიოში, და მათგან ისეთებისთვისაც კი, რომლებიც ომისგან გაქცევას ცდილობენ.

„მიუხედავად იმისა, რომ სირიელი სომხებისთვის კრიზისი გადაუდებელ ქმედებებს ითხოვს, სომხეთი მათთვის შორეულ ცენტრად რჩება“, წერდა გირაგოსიანი Oxford Analytica-ში დეკემბერში. „მათ შორის ისინიც კი, ვინ ახლა ერევანში ჩამოდის, როგორც ჩანს, მას მხოლოდ დროებით თავშესაფრად განიხილავენ“.

ახლო აღმოსავლეთიდან გაქცეული ემიგრანტების მიზიდვას ცდილობს ასევე საქართველოს სეპარატისტული აფხაზეთის პროვინცია. აფხაზეთი საქართველოს კონტროლს 1993-1994 წლების კონფლიქტის შემდეგ გამოეყო. მას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რუსეთი და მისი რამდენიმე მოკავშირე აღიარებს.

მას შემდეგ, რაც ომის გამო ეს ტერიტორია 200 000-მა ეთნიკურმა ქართველმა დატოვა, ის მოსახლეობისგან მნიშვნელოვნად დაცლილია. დღეს აფხაზეთი თავისთან საცხოვრებლად სირიელ ჩერქეზებს პატიჟებს. ჩერქეზები ეთნიკურად აფხაზებს ენათესავებიან; ისინი კავკასიიდან მე-19 საუკუნის ბოლოს გადაასახლეს და ბევრი დღეს მთელ ახლო აღმოსავლეთშია გაბნეული. აფხაზეთი აცხადებს, რომ ის მიესალმება და თავისთან დაასახლებს 400 დევნილ ოჯახს სირიიდან.

რაც შეეხება თბილისს, ედელი ამბობს, რომ საქართველოში ოთხკვირიანი ყოფნის და სიტუაციიაზე დაკვირვების შემდეგ, მოსაფიქრებლად ეგვიპტეში დაბრუნდება.

„ეს პატარა, დიდწილად ღარიბი ქვეყანაა და ჩვენგან არცერთმა არაფერი იცოდა მის შესახებ, ვიდრე „მუსლიმთა საძმო“ არ მოვიდა ხელისუფლებაში“, თქვა მან. „რთული წარმოსადგენია, როგორ შევძლებთ აქ ჩვენი ცხოვრების წესის შენარჩუნებას. თუმცა, ის ეგვიპტეზე უკეთესია“.

თარგმანი:  http://foreignpress.ge
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC