კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩანა ახალაიასთვის განაჩენის გამოტანა გადაიდო

30 ივლისი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, ბაჩანა ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვა დასრულდა. დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვა წარმოადგინა, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდა, თუმცა მოგვიანებით, მოსამართლის თანაშემწემ მხარეებს განუცხადა, რომ სასამართლო პროცესი გადაიდო,  განაჩენის გამოცხადების თარიღი  კი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. 

სისხლის სამართლის საქმე  შეეხება სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში გვარდიის ჯარისკაცების დასჯას, ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ვაზიანის ბრიგადაში ჯარისკაცების ცემის ეპიზოდებს. გამოძიების ინფორმაციით, 2010 წლის 16 თებერვალს, გვარდიის დეპარტამენტის უზრუნველყოფის ასეულის 17 თანამშრომელმა იმ მიზეზით, რომ ისინი იყვნენ მძღოლები და მორიგეობდნენ წინა ღამით, უარი განცხადეს დილის ვარჯიშზე.
2010 წლის 18 თებერვალს, ღამით,  ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, რომელიც იმჟამად საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო, აღნიშნული პირები, მათი დასჯის მიზნით, სენაკის მეორე ბრიგადის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბაჩანა ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ სენაკში ჩაყვანილ სამხედრო მოსამსახურეებს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, ისინი  გააშიშვლეს წელს ზევით და დაახლოებით ერთი საათის მანძილზე სიცივეში არბენინეს.

ამის შემდეგ, ახალაიას ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურეები ჩაკეტეს ამავე ბრიგადის აბანოში, დაუყენეს მათ გუშაგები, გამოურთეს გათბობა და გაუსაძლის სიცივეში ამყოფეს 3 ღამისა და 2 დღის განმავლობაში, 2010 წლის 20 თებერვლამდე.

აბესაძის ეპიზოდის შესახებ, პროკურატურის დადგენილებაში წერია, რომ ბიზნესმენი რესტორან „მასპინძელოში“, სადაც აგრეთვე ახალაიაც იმყოფებოდა, სასტიკად სცემა გიორგი კალანდაძემ, შემდეგ კი  ერთი დღით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

ვაზიანის ეპიზოდის თანახმად კი,  2011 წლის ოქტომბერში თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, გიორგი კალანდაძესთან და მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად, თავდაცვის მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს. ამასთან ბაჩანა ახალაიამ ერთ-ერთ სამხედრო პირს - შოთა ბედოშვილს - დანის ტარი თავში ჩაარტყა.
 
ამის შემდეგ ახალაიამ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ვაზიანის მე-4 ბრიგადაში გადაიყვანა:

„სასამართლო პროცესი აგერ უკვე რამდენი თვეა მიმდინარეობს და არცერთ სხდომას ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირები არ დასწრებიან. ეს იმიტომ, რომ რეალურად, დაზარალებულები ბუნებაში არ არსებობენ. ისინი არიან პროკურატურის მსხვერპლნი“- განაცხადა ბაჩო ახალაიამ  საბოლოო სიტყვაში.

ახალაიას ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით კი, საკითხავია, რატომ არ არის ამ საქმეში ბრალდებული ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ზურაბ არსოშვილი, რომელიც სენაკის ეპიზოდში ფიგურირებს. ადვოკატის თქმით, ისევე როგორც კიკაბიძეს, არსოშვილსაც შესთავაზეს ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა და კიკაბიძისგან განსხვავებით დასთანხმა, რის შედეგადაც იგი მხოლოდ მოწმის სტატუსით დაიკითხა.

„არსოშვილმა ჩამოიყვანა სენაკის ბრიგადაში ჯარისკაცები საჭმლის ჭამაზე უარის თქმის გამო დასასჯელად. ამასთან, თუკი ჯარისკაცები აბანოში მართლაც იყვნენ ჩაკეტილები, ეს ახალაიას არ უნდა მოვკითხოთ, რადგან ყოფილმა მინისტრმა უთხრა არსოშვილს, ეყოფათ ჯარისკაცებს ვარჯიში, ახლა დაასვენეთო. როგორც ჩანს სწორედ არსოშვილმა გადაწყვიტა ჯარისკაცების გამოკეტვა.“ - აღნიშნა კომახიძე.

სხდომაზე ვრცელი სიტყვა წარმოთქვა გიორგი კალანდაძემაც და განაცხადა, რომ ის და მასთან ერთად ბრალდებულები სრულიად უდანაშაულოები არიან და მათი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„ეს არის ალასანიას და წულუკიანის ბინძური შეთანხმების შედეგი.  ჩვენი ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ არ ვაცნობდით საზოგადოებას იმ მიღწევებს, რაც სამინისტროს ახალაიას მინისტრობის პერიოდში ჰქონდა,“ - აღნიშნა  გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა.

საბოლოო სიტყვების მოსმენის შემდეგ მოსამართლე გიორგი დარახველიძე განაჩენის გამოსატანად სათათბირო ოთახში გავიდა, თუმცა მოგვიანებით მოსამართლის თანაშემწმემ მხარეებს აცნობა, რომ სასამართლო სხდომა დაუზუსტებელი ვადით გადაიდო. 

ახალი ამბები