კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „იბერიის“ სიხშირის დაბრუნებისთვის მიმდინარე დავა მორიგებით დასრულდება

22 აგვისტო, 2013
 
ინტერპრესნიუსი

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „იბერიის“ სიხშირის დაბრუნებისთვის მიმდინარე დავა მორიგებით დასრულდება. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ტელეკომპანია „იბერიის“ სიხშირის მფლობელი ამჟამად ბადრი პატარკაციშვილის ოჯახია. 

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ხატია ყურაშვილმა განაცხადა, 2008 წლის დეკემბერში შპს „აისმა“, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 დეკემბრის დადგენილება წარადგინა, რომელსაც შპს „იბერიატვ-ს“ პარტნიორთა კრების ოქმი ჰქონდა დართული. 

„კრების ოქმით ირკვევა, რომ მოხდა კომპანიის ნატურით გაყოფა, ყველა სახის უძრავ-მოძრავი ქონება დარჩა „იბერია ტვ-ს“ მფლობელობაში, ხოლო სამაუწყებლო ლიცენზია გადაეცა შპს ტელეკომპანია „აისს“, - განმარტა ხატია ყურაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, იმ პერიოდში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი არ არსებობდა და კომპანიას კომისიისგან ლიცენზიის გადაცემის თაობაზე წინასწარი თანხმობის მოპოვების ვალდებულება არ ჰქონდა. ყურაშვილის ინფორმაციით, ტელეკომპანია „იბერიის“ სიხშირე დღესაც შპს „აისის“ მფლობელობაშია, რომელიც თავის მხრივ, კომპანია „ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპის“ საკუთრებაშია. აღნიშნული კომპანია კი ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელია. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ შპს „აისის“ სიხშირეზე მაუწყებლობდა გასართობი არხი „ფლეიტვ“. 

„ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელი კომპანია ახორციელებდა ორ მაუწყებლობას. ერთია საერთო მაუწყებლობის ლიცენზია, რომლითაც მაუწყებლობს „ტელეიმედი“, ხოლო მეორე - გასართობი არხი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა „ტელეიმედი“, კომპანია „ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპი“ ოჯახს მთლიანად გადაეცა, რომლის მფლობელობაში იყო ორი მაუწყებელი, „ტელეიმედი“ და „ფლეიტივი“, - განაცხადა ხატია ყურაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, „ტვ იბერიასა“ და შპს „აისს“ შორის სასამართლო დავა სრულდება. ხოლო 2013 წლის 26 ივლისს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია "აისს" ლიცენზიის მოქმედების ვადა მომდევნო 10 წლით გაუგრძელა. ყურაშვილის ცნობით, აღნიშნულ სხდომას ტვ „იბერიის“ წარმომადგენელიც ესწრებოდა.

„სხდომაზე საჯაროდ განაცხადეს, რომ მათ შორის სასამართლო დავა დასულებისკენ მიდის და კომპანიები მორიგებისკენ მიდიან. შესაბამისად, ტვ „იბერიის“ წარმომადგენელი არ იყო წინააღმდეგი, ლიცენზიას ვადა გაგრძელებოდა“, - განაცხადა ხატია ყურაშვილმა.

„ინტერპრესნიუსი“ პატარკაციშვილების ოჯახის ადვოკატს, ლაშა ბირკაიასაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ საკითხზე სასაუბროდ მზად არ არის და რამდენიმე დღეში გვიპასუხებს.

როგორც ცნობილია, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი „იბერია ტვ-ს“ სიხშირეს იბრუნებს და, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ შეძენის მიზნით, არხის მფლობელთან მოლაპარაკებებს იწყებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოქუაშვილმა ტელეკომპანიის ყიდვის გადაწყვეტილება მიიღო „ინტერპრესნიუსს“ „მე-9 არხის“ გენერალურმა დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ამის შესახებ თავადაც აქვს ინფორმაცია. ელიაშვილის განმარტებით, ტელეკომპანია „იბერია“ სიხშირეს იბრუნებს, რომელიც მას უკანონოდ წაართვეს.

ახალი ამბები