კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გურიის მოამბეს“ შენობის გარეშე ტოვებენ?

27 აგვისტო, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გაზეთ „გურიის მოამბეს“ ცალმხრივად შეუჩერდა მუნიციპალიტეტთან გასული წლის 12 ივლისს დადებული ხელშეკრულება. საკრებულოს ეს ქმედება, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რეგიონული განვითარების მინისტრის, დავით ნარმანიას წერილმა გამოიწვია, სადაც აღნიშნულია, რომ უნდა გამოეძებნათ ფართი სტატისტიკის განყოფილებისთვის.

„გურიის მოამბის“ რედაქტორმა და „გურიის პრესკლუბის“ დამფუძნებელმა ვლადიმერ მენაბდემ საკრებულოს თავმჯდომარეს შემდგომი განცხადებით მიმართა:

„გაცნობებთ, რომ არ ვეთანხმებით ჩვენს შორის არსებული ხელშეკრულების შეწყვეტას, ვინაიდან არ არსებობს ამავე ხელშეკრულების 7.2.-ე პუნქტით გათვალისწინებული პირობები. რადგანაც მოცემულ შემთხვევაში ვერ ასაბუთებთ ასეთი მოქმედებისათვის საჭირო განსაკუთრებულ აუცილებლობას. რაც შეეხება თქვენს წერილში მოყვანილ გარემოებას, რომ ფართი გჭირდებათ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განსათავსებლად, არ შეეფერება სინამდვილეს, რაც დაადასტურა კიდეც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, თავის საჯარო გამოსვლაში. ვინაიდან თქვენი წერილიდან ჩანს, რომ არ გაქვთ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული „თავისუფალი ფართების“ შესახებ გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში თავისუფალია შემდეგი ფართები:

1.პირველ სართულზე _ ყოფილი საჯარო რეესტრის ფართი;
2. პირველ სართულზე _ ცეესკოსთან არსებული ამომრჩეველთა სიების გადამოწმების კომისიის ყოფილი ფართი;
3. მეორე სართულზე – საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი ფართი;
4. მესამე სართულზე _ ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის ფართი;

მარტო იმ ადმინისტრაციულ შენობაში, რომელშიც თქვენ მოღვაწეობთ თავისუფალია 800 კვ/მ მეტი კეთილმოწყობილი ფართი.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ თქვენი ქმედების მიზანია სრულიად დაუსაბუთებლად ზიანი მიაყენოთ თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პირს, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია.
გაცნობებთ, რომ, ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, შპს "გურიის პრეს კლუბი" არ აპირებს დატოვოს ფართი, რომელშიც იმყოფება“ - აღნიშნულია განცხადებაში.

Humanrights.ge-მ აღნიშნულ თემაზე კომენტარი სთხოვა ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, კოტე შარაშენიძეს:

„ლადო მენაბდე იტყუება. მას აქვს ხელშეკრულება გაფორმებული მუნიციპალიტეტთან და ამ ხელშეკრულებაში პირადპირ აღნიშნულია შემდეგი: როცა მუნიციპალიტეტი ჩათვლის, რომ ეს ფართი სახელმწიფო ინტერესების განხორციელებისთვისაა საჭირო, შეწყდება ხელშეკრულება. ჩვენ ბატონ ლადოს ალტერნატიული ფართი შევთავაზეთ იქვე ახლოს სამი ოთახი. დღეს რასაც ფლობს, ის არის მუნიციპალიტეტის ქონება და ჩვენი ქმედება ნამდვილად არ წარმოადგენს მედიაზე ზეწოლას. მას (მენაბდეს), როგორც ჩანს, ჰგონია, რომ შენობა, რომელსაც ახლა ფლობს, მისი საკუთრებაა, მაგრამ ასე არაა და ჩვენ, სწორედ იმიტომ, რომ გაზეთმა კარგად იფუნქციონიროს, ვთავაზობთ სხვა ადგილს, ოღონდ იმავე შენობაში. დღეს სადაც არის განთავსებული მენაბდის გაზეთი, იქ ადრე განთავსებული იყო სამოქალაქო რეესტრის განყოფილება. ქონება საჩუქრად გადმოეცა მუნიციპალიტეტს რეესტრმა და ერთი წლის წინ, ლადო მენაბდეს საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ გაუფორმა ხელშეკრულება. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ გადასახადს არ იხდიდა. ალეკო მამეშვილმა უპირატესობა მიანიჭა „გურიის მოამბეს“. რაც შეეხება მენაბდის მიერ გავრცელებულ ინფორმaციას, რომ თითქოს აღნიშნული ფართის დაკავება „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციას უნდა, ტყუილია. მენაბდეს უნდა ასე რომ იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, არ იცის, რომ პარტიის ოფისი (რომელი პარტიაც უნდა იყოს), არ შეიძლება განთავსდეს სახელმწიფო შენობაში“.

ვლადიმერ მენაბდემ Humanrights.ge–თან განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ არაფერი იცოდა:
„არაფერი არ ვიცოდი, მეგონა ეს თემა საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გადადგომისთანავე დასრულდა. არ მეგონა თუ ახალარჩეული მისი წინამორბედის ამ სერიოზული ნაბიჯის გამო ასე მოიქცეოდა. დღეს დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ოზურგეთის გამგებლის ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ამბობენ, რომ სტატისტიკის სამმართველოსთვის უნდათ შენობა, სინამდვილეში კი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციას უნდა იქ შესვლა“, ამბობს მენაბდე.

მენაბდე ალტერნატიული ფრთის შეთავაზებასაც უაყოფს და ამბობს, რომ გადასახადებსაც კეთილსინდისიერად იხდიდა:

„ალტერნატიული ფართი არავის შემოუთავაზებია. იტყუება შარაშენიძე, როცა ამბობს გადასახადებს არ იხდიდაო, ჩვენ ხელშეკრულების ყველა პირობას ვასრულებდით და გადასახადებსაც ვიხდიდით“.

მისივე თქმით, რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ ის სულაც არ ფიქრობდა მედიის გარეთ გამოძევევას: „მე მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით, როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ყველა თვითმმართველობას მივწერე, საქსტატის წარმომადგენლებისათვის დაეთმოთ თითო ოთახი, თუ ასეთი შესაძლებლობა იყო, გამგეობის შენობაში, იმისათვის, რომ მოსახლეობაში აღწერის დასრულებამდე ემუშავათ ამ სამსახურებს ადგილზე. ეს წერილი მიიღო ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, ისევე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებმა, ტექსტი არის აბსოლიტურად ერთიდაიგივე ყველა მუნიციპალიტეტისათვის, მაგრამ მე საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებელისათვის ნამდვილად არ მითქვამს, რომ ჩემი დაჟინებული თხოვნა იყო იქ არსებული მედია საშუალება გამოესახლებინათ და მაინცადამაინც იქ გაეკეთებინათ საქსტატის წარმომადგენლობის ოფისი“.

ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა გავცნობოდით აღნიშნულ ხელშეკრულებას, სადაც ერთ–ერთ პირობად წერია:

„ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე გაუქმდეს მესაკუთრის მიერ:
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მესაკუთრეს უფლება აქვს განსაკუთებულ შემთხვევებში უზუფრუქტიარის გაფრთხილებიდან ერთი თვის ვადაში ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება“. მენაბდე ამბობს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა სწორედ აღნიშნული პირობა დაარღვია, რისთვისაც მან უკვე მიმართა სასამართლოს, თუმცა ფიქრობს, რომ საკრებულო თავის გადაწყვეტილებას შეცვლის:

„ვიმედოვნებ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე უკან წაიღებს თავის გადაწყვეტილებას, რადგან საკრებულო სხვაგვარად ფიქრობს და მე უმრავლესობის მხარდაჭერა მაქვს“, აღნიშნა მენაბდემ.

ახალი ამბები