კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო კოდექსში შესულმა ცვლილებამ არასამთავრობოების სარჩელს აზრი დაუკარგა

29 აგვისტო, 2013
მაკა მალაყმაძე, აჭარა

27 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებლი ცვლილება, რომელიც საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტსაც ეხება. ცვლილებებით აღნიშნული პუნქტის მოქმედება მნიშვნელოვნად დავიწროვდება, შემცირდება შეზღუდვის მოქმედების პერიოდი და ის არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე პერიოდით განისაზღვრება; ამასთან შეზღუდვა აღარ გავრცელდება ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ზრდაზე, ასევე არაგეგმიური ტრანსფერის ინიცირების ან გეგმიური ტრანსფერის ზრდის აკრძალვაზე.

აღნიშნულ ცვლილებამდე კი, 24 ივლისს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც ბიუჯეტი 14 722 700 ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხიდან 13 554 400 ლარი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება. აჭარაში მოქმედმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციისა და სამართლიანი არჩევნების ერთობლივი სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 30 ივლისს შევიდა. სასამართლოს მიმართა  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისმაც. სამივე არასამთავრობო ორგანიზაცია თვლის, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანომ განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებებით „საარჩევნო კოდექსი“-ს 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი დაარღვია. აღნიშნული მუხლის თანახმად, არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე, იკრძალება ისეთი პროგრამების განხორციელება, რომელიც მანამდე არ ყოფილა გათვალისწინებული ბიუჯეტში. ასევე აკრძალულია უკვე გათვალისწინებული პროგრამების დაფინანსების ზრდაც. მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ, გამოყოფილი ხარჯების შეჩერებას ითხოვენ.

გია ქარცივაძე, საიას-ს ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი: „სარჩელის განხილვამ აზრი დაკარგა. აჭარის უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო ცვლილების შემდეგ საარჩევნო კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება და რასაც ვაპროტესტებდით, კანონდარღვევად აღარ ითვლება. ცვლილებებით საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება მნიშვნელოვნად დავიწროვდება, შემცირდება შეზღუდვის მოქმედების პერიოდი და ის არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე პერიოდით განისაზღვრება“.

აღსანიშნია ისიც, რომ ბათუმის სასამართლოს სარჩელის განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო კოდექსი არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას შემჭიდროვებულ ვადებში ითვალისწინებს. როგორც გია ქარცივაძემ humanrights.ge-სთან საუბარში განაცხადა, ორგანიზაციას გამზადებული ჰქონდა განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსადმი მოსამართლის ქმედების გამო, თუმცა, პარლამენტის მიერ მიღებული საარჩევნო ცვლილებების გამო, განცხადება აღარ გააგზავნეს. 

საია თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (gyla.ge/geo/news?info=1666) აქვეყნებს განცხადებას საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების უარყოფით მხარესთან დაკავშირებითაც: „სამწუხაროა, რომ აღნიშნული ინიციატივა წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ზრდას გამოიწვევს, რასაც, უკვე ადგილი ჰქონდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში. მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება ზოგიერთ მუნიციპალიტეტშიც“ - აღნიშნულია განცხადებაში

ახალი ამბები