კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

4 სექტემბერი, 2013
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 03 სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, თანახმად საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლისა. აღნიშნული განკარგულება სალომე ზურაბიშვილმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური ნორმები ამ მხრივ ნათლად არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ თუ აღნიშნულ ნორმებს კომპლექსურად გავეცნობით ვთვლით, რომ ცენტრალი საარჩევნო კიმისიის მხრიდან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისათვის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარის თქმა კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაციაა. უპირველეს ყოვლისა უნდა გაიმიჯნოს პრეზიდენტის კანდიდატად დარეგისტრირება და პრეზიდენტობის თანამდებობის დაკავების ცნება. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტი, (რომელზეც ცესკო აპერირებს), რომლის მიხედვითაც ,,საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ- მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.“ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ნორმა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს უკრძალავს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას და არა კანდიდატად დარეგისტრირებას. საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის 2-ე პუნქტის თანახმად ,,პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში“ აღნიშნული ნორმა საქართველოს მოქალაქეს უფლებას აძლევს არჩეულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლი განასხვავებს  საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების და კანდიდატად დარეგისტრირების ცნებებს, რადგან პრეზიდენტის თანამდებობის იფიციალურად დაკავება ხდება მის მიერ საპროგრამო სიტყვის წარმოთქმისა და ფიცის დადების შემდეგ (კონსტიტუციის 71-ე მუხლი 1 პუნქტი). აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აგრეთვე აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა და ვინც აკმაყოფილებს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მოთხოვნებს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევჩნებში, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, ხოლო კონსტიტუციის 29-ე მუხლის თანახმად მას პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების უფლება არ აქვს მანამ სანამ უარს არ იტყვის უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კიმისიამ, კერძოდ კი ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება ორმაგი მოქალქეობის მქონე პირთათვის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის გავლაზე უარის თქმის შესახებ შესაბამისობაში არ მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. 

არასამთავრობო ორგანიზაციებს იმედი აქვთ რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს.
     
 ადამიანის უფლებათა ცენტრი 
 კონსტიტუციის 42 მუხლი
 მედიის ინსტიტუტი
 კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის                                                              

ახალი ამბები